რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბიტკოინის რუსეთში გადახდის საშუალებად აღიარება არ იგეგმება. ”რუსეთი ნამდვილად არ არის მზად ასეთი ნაბიჯებისთვის და ჯერჯერობით არც არსებობს რაიმე მიზეზი მსგავსი ნაბიჯების გადასადგმელად” – აღნიშნა მან. პესკოვის სიტყვებით, “კვაზივალუტების მონეტარულ ინსტრუმენტებთან გაიგივება არაფერს კარგს არ მოიტანს, გარდა ფინანსური და ეკონომიკური სისტემებისთვის უდიდესი ზიანის მიყენებისა, თუ ვსაუბრობთ სრულ აღიარებაზე, როგორც გადახდის საშუალებაზე”. ნინო სამადაშვილი
Read More »