Author Archives: energy

მთვარის მტვერისაგან ჟანგბადის წარმოებას აპირებენ

ჰოლანდიაში მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული „ჟანგბადის ქარხანა“, რომელსაც შეუძლია მთვარის მტვრისგან ამოიღოს ჟანგბადი. ნედლეულად გამოიყენება მთვარის მტვერის ხელოვნური ანალოგი, რომელიც 40-45% -ით შედგება ჟანგბადიდან. აპოლონის მისიების დროს დედამიწაზე დაბრუნებული მთვარის ქანების ნიმუშებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა იციან, რომ მთვარის ნიადაგი ანუ რეგოლითი შეიცავს დაახლოებით 40-45 პროცენტს ჟანგბადს. მთვარეზე მოპოვებული ჟანგბადი არამარტო ადამიანისთვის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთირება ისე გამოიყენებენ, არამედ მისი გამოყენება შესაძლებელია სარაკეტო ...

Read More »
ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

რუსთავში მოქმედი საწარმოები გარემოსდაცვით ვლდებულებებს ვერ ასრულებენ

რუსთავში მოქმედი საწარმოები კანონით ნაკისრ ავლდებულებებს კვლავაც ვერ ასრულებენ. ქალაქში მოქმედი მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე) შეამოწმა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი საწარმო არ ასრულებს ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებაა. ინსპექტირებულ საწარმოებს შორისაა „რუსთავის ფოლადი“, „ჯეოსთილი“, „რუსელოისი“, “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, „რუსთავის აზოტი“, „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, „ფერო ელოის ფროდაქშენი“, „ჯეოფერომეტალი“, „არსემ ...

Read More »

ბლინკენმა რუსული მილსადენის “რისკების შესამცირებლად” სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ყოფილი ამერიკელი დიპლომატი ამოს ჰოჩსტეინი ენერგო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მისი მთავარი ფუნქცია გერმანულ-რუსული მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შედეგად წარმოქმნილი „რისკების შემცირება“ და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო დამოუკიდებლობის გამყარება იქნება. 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ბლინკენი ამბობს, რომ ამ პოზიციაზე ჰოჩსტეინის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი მზადაა „შეეწინააღმდეგოს კრემლის მიერ ენერგორესურსების გეოპოლიტიკურ ბერკეტად“ გამოყენებას და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  11  აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,31 (- 0,13) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,09 (- 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ...

Read More »

მიმდინარე წელს შაჰ დენიზის პროექტიდან აზერბაიჯანის შემოსავლებმა 70 მილიონ დოლარს გადააჭარბა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) 70,978 მილიონი დოლარი გამოიმუშავა “შაჰ დენიზის” საბადოდან გაზისა და კონდენსატის გაყიდვიდან, ნათქვანია SOFAZ–ის კვარტალურ ანგარიში. “შაჰ დენიზის” პროექტიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა. კონდენსატის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა $ 57.131 მილიონი შეადგინა (შემცირდა 2.6-ჯერ). 2007 წლიდან “შაჰ დენიზის”გაზისა და კონდენსატის გაყიდვიდან მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 3 მილიარდი 738 მილიონი აშშ ...

Read More »

დავით ნარმანია: სემეკ-ის მიერ დაჯარიმებულ კომპანიებს მიეთითათ, რომ განხორციელებული დარიცხვები დააკორექტირონ ერთი თვის ვადაში, შემდეგ აღრიცხვები ჩადგება ჩვეულებრივ ფორმაში

კომისიამ დღეს იმსჯელა სამი კომპანიის მიერ სემეკ-ის დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხზე. ჯამურად 200 000 ლარით დაჯარიმდა სამივე კომპანია, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ორ კომპანიასთან მიმართებაში, როგორიც არის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ და „ჯივიპი“ იქნა გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 75 000 ლარი, ხოლო რაც შეეხება „თელასს“ გამომდინარე იქიდან, რომ „თელასმა“ პრობლემის აღმოჩენის და განაცხადების მიღების ადეკვატურად დაიწყო დაკორექტირებები ზედმეტად დარიცხული თანხების, ამიტომ, შედარებით ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ვლადიკავკაზ-თბილისის” მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 12 აგვისტოს „ვლადიკავკაზ-თბილისის” D 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 193.7კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 08:00 დან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, “ყამარი მ” – ის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს: მუხიანის აგარაკებს, ავშნის, ნუშის, მონადირის, გობრონიძის, ექიმების, ზღვის, ფრანგიშვილის, დაგილაძისა და ფირცხალავას ქუჩებს. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ...

Read More »

აფბა: ქართველი ნავთობიმპორტიორების ფასები საერთაშორისო ტრენდს აცდენილია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” შეფასებით, საქართველოს საწვავის ბაზარზე არსებული მაღალი ფასები შემაშფოთებელია. აფბას  საგანგაშოდ მიაჩნია, რომ ნავთობიმპორტიორების მიერ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა „გაყინული“ საწვავის ფასები და მასზე, გაურკვეველ მიზეზთა გამო, არ მოქმედებენ რიგი გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები და საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აფბა მუდმივად აკვირდება საქართველოს საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და გასულ ...

Read More »

სემეკ-მა „თელმიკო“, „თელასი“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯაარიმა

სემეკ-მა საჯარო სხდომაზე შპს „თელმიკოს“ სს „თელასის“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაჯარიმების საკითხი განიხილა. სემეკ-ის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 75 000 ლარით, სს „თელასი“ 50 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები გახდა. სემეკ-ს საჩივრით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, ...

Read More »