Author Archives: energy

მცირედით მომატების შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  3 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.61 (- 0.42)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.29 (- 0.70)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, გიორგი ნადარეიშვილის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თარხნიშვილის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის, ბარნოვის, ინოლა გურგულიასა და ტარიელ სვანიძის ქუჩების ...

Read More »

Fitch: ევროპაში ბუნებრივი აირი 2022 წლის ბოლომდე გააგრძელებს გაძვირებას

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2021–2022 წლებისთვის ბუნებრივი აირის პროგნოზირებული ფასები გაზარდა, ევროპაში რესურსების ღირებულების მატების დინამიკისა და სტაბილურ მარაგებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ის რომ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 632 აშშ დოლარს გადასცდა, ძირითადად გამოწვეულია ცუდი ამინდით, 2020 წლიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მოწოდებისა და ევროპის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის რეზერვების მნიშვნელოვნად შემცირებით. ...

Read More »

Naftogaz–ის ხელმძღვანელი: Nord Stream 2-ს კომერციულ რეჟიმში მუშაობის უფლება არ ექნება ევროპული მარეგულირებლის ნებართვის გარეშე

Nord Stream 2 გაზსადენს არ ექნება უფლება კომერციულ რეჟიმში დაიწყოს მუშაობა, განაცხადა Naftogaz უკრაინის ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ. მან აღნიშნა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, მილსადენი უახლოეს რამდენიმე კვირაში დასრულდება, ასევე, ნებადართული იქნება სატესტო რეჟიმში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებაც, გამართულობის შესამოწმებლად. თუმცა, ვიტრენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ კომერციული ექსპლუატაცია შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ მილსადენი არ იქნება დამოწმებული გერმანული მარეგულირებლის მიერ. ასევე, აუცილებელია ევროკომისიისგან ოფიციალური ...

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

არანავთობპროდუქტების ექსპორტით SOCAR-ის შემოსავლები 95%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების დეპარტამენტმა  158 მლნ აშშ დოლარის ოდენობის არანავთობპროდუქტების ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის აგვისტოს თვის გამოცემაში ვკითხულობთ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არანავთობპროდუქტების ექსპორტით SOCAR-ის შემოსავლები 94,8%-ით გაიზარდა. წყარო: report

Read More »

რუსეთს გაზსადენთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციების წინსწრებით აცილება სურს

რუსეთის მთავრობა განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს კუთვნილ “როსნეფტს”, “ნორდ სტრიმ 2” გაზსადენით ევროპაში გაზის გატანის ნება დართოს. ასეთი ნაბიჯით შესაძლებელი იქნებოდა, ევროკავშირის მიერ მოცულობაზე დაწესებულ შეზღუდვას გვერდი წინსწრებით აუარონ. “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მომპოვებელი, სახელმწიფოს კუთვნილი ენერგო-გიგანტი “გაზპრომი” ფლობს, რომელსაც რუსული გაზის ექსპორტზე მონოპოლია აქვს. მოსალოდნელია, რომ “გაზპრომი” ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს გაზსადენის მშენებლობას, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში, ...

Read More »

ბიტკოინთან ერთად, ეთერიუმის ფასიც გაიზარდა

მსოფლიოში ციფრული ვალუტა Ethereum-ის ფასი, 2021 წლის მაისის შუა რიცხვების შემდეგ პირველად, 3,700 დოლარამდე გაიზარდა. 1 სექტემბრის დღის განმავლობაში ციფრული ვალუტის ღირებულებამ 3,770 აშშ დოლარს მიაღწია. გასული დღის განმავლობაში, კრიპტოვალუტა თითქმის 10%-ით გაძვირდა. ეთერიუმი ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტაა ბიტკოინის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე მას ბიტკუინზე ფართო გამოყენება ექნება.

Read More »

მიწოდების ჯაჭვში შეფერხების გამო, Tesla Roadster-ი 2023 წლამდე არ გამოვა

Tesla-ს ახალი მოდელი Roadster ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდება – გაჭიანურების მიზეზად მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში შეფერხება სახელდება, – ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა. „2021 წელს, მიწოდების ჯაჭვმა არანორმალური დეფიციტი განიცადა და მნიშვნელობაც არ ექნებოდა, ჩვიდმეტი ახალი პროდუქტიც რომ გვქონოდა, რადგან ვერც ერთს ვერ წარმოვადგენდით. იმ დაშვებით, რომ 2022 წელს მეგა-დრამა არ განვითარდება, ახალი Roadster-ის გაყიდვა 2023 წელს ...

Read More »

„თელასის“ პროექტს “SAP Quality Awards 2021“ საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი მიენიჭა

სს „თელასის“ პროექტს SAP სისტემაში ანგარიშთა ახალ გეგმაზე გადასვლის შესახებ “SAP Quality Awards 2021“ საერთაშორისო კონკურსის სერტიფიკატი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საკონკურსო კომისიამ პროექტი შეაფასა როგორც „პროდუქტიულ მოქმედ სისტემაზე აღრიცხვიანობის გადაწყობის ტექნიკურად და მეთოდოლოგიურად მაღალი ხარისხის სირთულის უნიკალური პროექტი“. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ „წარმატების მთავარი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელი გახადა აღრიცხვის მეთოდოლოგიის მიხედვით მარეგულირებლის ახალი მოთხოვნების შესაბამისად სისტემის ტექნიკური ...

Read More »

NASA-მ საჰაერო ელექტროტაქსის გამოცდა დაიწყო

NASA-მ საჰაერო ტაქსის გამოცდა დაიწყო. როგორც აშშ-ის კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტო იუწყება, საჰაერო ტაქსის მოდელი მათ კომპანია „ედვენსდ ეარ მობილითიმ“ მიაწოდა. საჰაერო ტაქსიში, რომლის სახელწოდებაა „ჯობი“, ორი პილოტი და ოთხი მგზავრი ეტევა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-შია. ერთი დამუხტვით ტაქსის 240 კილომეტრის გაფრენა შეუძლია. კომპანია გეგმავს, რომ საჰაერო ტაქსის სერვისი 2023-2024 წლებში აამოქმედოს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საცდელ ეტაპზე სპეციალისტები იმსჯელებენ, ხმაურის დონეა. შემქმნელების თქმით, ...

Read More »