Author Archives: energy

“OPEC +” დღეს განაგრძობს მოლაპარაკებებს

“OPEC +”- ის შეხვედრა 2 ივლისს დასრულდა. “OPEC +”-ის მინისტრების მოლაპარაკებები აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ოდენობასთან დაკავშირებით გადაიდო დღეისთვის, ოპეკის სამდივნოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”. მედიის ცნობით, ყველა ქვეყანა მხარს უჭერს აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების გაზრდას, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს შეიცვალოს მოპოვების საბაზისო დონე მისთვის მისი 3.168-დან 3.8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში გაზრდის გზით. “OPEC +”-ის მინისტრთა მონიტორინგი, ...

Read More »

„გამჭვირვალობა და ენერგეტიკული ბირჟის პრობლემა დღეს ენერგოსექტორის მთავარი გამოწვევებია“

1 ივლისიდან საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, მთავრობის  შესაბამისი დადგენილების თანახმად, ბირჟის ამოქმედება 6 თვით, 1 იანვრამდე გადავადდა. ბირჟის გარშემო განვითარებულმა პროცესმა საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია.  ეს პროცესი იმდენად ხმაურიანი გამოდგა, რომ სპეციალური საპარლამონტო მოსმენაც შედგა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტში. საკითხთან დაკავშირებით პოზიციები არაერთგვაროვანია – ბირჟის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ ბრწყინვალედ უძღვება საქმეს. ეკონომიკის სამინისტრო ამას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,  2021 წლის   2 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.17 (+ 0.33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,16 (+ – 0.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ესკოს თავმჯდომარემ რუსული დენის იმპორტიორი საკუთარ სახლში დაარეგისტრირა

„ვახტანგ ამბოკაძის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა და ხორციელდებოდა შპს „ინტერ რაო საქართველოს” დაფუძნების მოსამზადებელი სამუშაოები. საჯარო რეესტრში შპს-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია 2019 წლის 2 მაისს წარდგენილია ვახტანგ ამბოკაძის მიერ. დოკუმენტაციაში არის ვახტანგ ამბოკაძის 1 მაისით დათარიღებული თანხმობა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მის დანიშვნაზე და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე შპს-ს დარეგისტრირებაზე. ანუ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ სახელმწიფო კომპანია ...

Read More »

კორეელი მეცნიერები მუშაობენ მცირე ზომის გამჭვირვალე მზის პანელზე, რომლის ინტეგრირებაც სმარტფონებში იქნება შესაძლებელი!

ახლო მომავალში ჩვენ სავარაუდოდ უკვე შევძლებთ დავტენოთ ტელეფონები და სხვა მოწყობილობებიც მზის ენერგიით! კორეელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ შექმნეს სრულად გამჭვირვალე მზის ელემენტი, რომელიც არა მხოლოდ პიონერია თავის სეგმენტში, არამედ ძალზე პრაქტიკულია სამომხმარებლო პროდუქციის თვალსაზრისით. მზის პანელი შთანთქმულ სინათლეს ელექტროენერგიად გარდაქმნის, სხვა რეგულარული მზის პანელების მსგავსად. მზის პანელი ძალზე გამჭვირვალეა, იგი შექმნილია სპეციალური მასალისგან, რომელიც წარმოადგენს ნიკელის ოქსიდის ნახევარგამტარებისა და ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარს აცხადებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC + – ის გეგმას 2022 წლის აპრილამდე გაგრძელდეს შეთანხმება ნავთობის შემცირებული მოპოვების შესახებ, უარს ამბობს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას წარმოების უფრო მაღალი საბაზისო დონე არ ექნება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე უარყო OPEC + – ის გარიგება, რომლის მიხედვითაც, კარტელის ლიდერები რუსეთი და საუდის არაბეთი მიწოდების გაზრდას მოითხოვდნენ და უკეთესი პირობები მოითხოვა. ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მინისტრებმა მოლაპარაკებები ...

Read More »

18.3 გრადუსი ცელსიუსი — გაერო ანტარქტიდის ახალ ტემპერატურულ რეკორდს ოფიციალურად ადასტურებს

გაერომ ანტარქტიდის კონტინენტის ახალი, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ოფიციალურად აღიარა — დაადასტურა, რომ შარშან იქ ჰაერის ტემპერატურამ 18,3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. მსგავსი: ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, +18 გრადუსი დაფიქსირდა გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ეს ტემპერატურა არგენტინის კვლევითმა სადგურმა „ესპერანსამ“ ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე 2020 წლის 6 თებერვალს ჩაიწერა. „მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდის დადასტურება მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება, დედამიწის ერთ-ერთი საბოლოო საზღვრის ამინდისა და კლიმატის სურათი დავხატოთ. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,16 აშშ დოლარით (1,53 %) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 77,11 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

თბილისი მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურას განაახლებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მყარი ნარჩენების სისტემის განახლებისთვის 3.03 მილიონი ევროს სესხი დაამტკიცა. პროექტით თბილისის ცენტრალური ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს, კერძოდ კი მისი სადრენაჟო წყლების სისტემა უნდა მოდერნიზდეს. EBRD-ის ინფორმაციით, ეს სესხი 2018 წელს დამტკიცებული 15 მილიონი ევროს მოცულობის პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს. ბანკის თანახმად, პროექტ “მწვანე ქალაქების ჩარჩო 2”-ის ფარგლებში თანხა მყარი ნარჩენების შეგროვების ავტოპარკის, გადამამუშავებელი სადგურისა ...

Read More »

თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა

თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კომპანია „სერბიაგაზის“ გენერალურმა დირექტორმა, დუშან ბაიატოვიჩმა, სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მილების შეერთების შემდეგ განაცხადა. სერბეთში ამბობენ, რომ გაზის მოცულობა, რომელიც 15.75 მილიარდი კუბური მეტრია, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მთელ ცენტრალურ ევროპაში. გაზსადენი „ბალკანეთის ნაკადი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გაგრძელებაა, რომლის საშუალებით ბუნებრივი აირი ევროპას პირველი ოქტომბრიდან მიეწოდება. აღნიშნული პროექტით სერბეთი სატრანზიტო ფუნქციას იძენს.

Read More »