Author Archives: energy

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმება 80-100 ლარი ეღირება

გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების ვალდებულება 2017 წლამდე გადაიდო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აირბალონიანი მანქანების შემოწმებისთვის ქვეყანა ვერც მომავალი წლიდან იქნება მზად, რადგან ამ პროცესისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელია. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, ელემენტარულად არ არსებობს სპეციალური დაწესებულება, სადაც ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა მოხდეს. მძღოლებისთვის უცნობია ისიც, სად უნდა გაიარონ შემოწმება და სად უნდა მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც სულ მცირე 80-100 ლარი დაუჯდებათ. ზუსტი ...

Read More »
ვახტანგ მეგრელიშვილი: “სემეკი-ს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს“

ვახტანგ მეგრელიშვილი: “სემეკი-ს სტანდარტული მიდგომები ძალიან ბევრ ბიზნესს შეიწირავს“

ექსპერტ, ვახტანგ მეგრელიშვილი თბილისის აბანოებისთვის წყლის გადასახადის არაგონივრულად მაღალი ტარიფის დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ: „როდესაც სემეკ-ი ისე ადგენს ფასებს, როგორც თავად სურს, ვიღაცები ზარალდებიან“. „სემეკ-ი არის ძალიან არასწორი ორგანო. როდესაც სახელმწიფო ხელოვნურ ტარიფებს ადგენს, ყოველთვის იქნება პრობლემები. არ მჯერა, რომ ხელოვნური რეგულირებით და ფასების დადგენით, შესაძლებელია, ბაზარზე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს. შეუძლებელია, გვყავდეს ორგანო, რომელმაც იცის ფასები. რა ღირებულების გადამხდელიც ...

Read More »
სოკარი საქართველოს გაზით სრულად დაკმაყოფილებას და ფასის შემცირებას სთავაზობს

სოკარი საქართველოს გაზით სრულად დაკმაყოფილებას და ფასის შემცირებას სთავაზობს

როგორც ტაბულას კონფიდენციალურმა წყარომ შეატყობინა, თებერვლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან ახალი წინადადება მიიღო. ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვაცნობა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარი საქართველოს, საჭიროების მიხედვით, 500 მილიონი კუბური მეტრით უზრდის გაზმომარაგებას და მის მოწოდებას შაჰ-დენიზის მილსადენით უზრუნველყოფს. ამას გარდა, სოკარი ფასის შესამცირებლადაც მზად არის. ენერგეტიკის სამინისტრო ჯერჯერობით ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით დუმს, თუმცა ცნობილია, ...

Read More »
მასდარი – მომავლის „მოჩვენებითი“ ქალაქი

მასდარი – მომავლის „მოჩვენებითი“ ქალაქი

მასდარი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სუფთა ენერგიით უზრუნველყოფილი მომავლის სამაგალითო ქალაქი უნდა ყოფილიყო. პროექტის თანახმად, ქალაქს მხოლოდ განახლებული ენერგიით უნდა ეცხოვრა, თუმცა, როგორც ჩანს, პროექტი ვერ შედგება. გარკვეული დროის განმავლობაში მშენებარე ქალაქი ახერხებდა ამ სტატუსის  შენარჩუნებას. აბუ დაბის გარეუბანში დაწყებული ამ მშენებლობას დასაგეგმად და გასახორციელებლად ათწლეულები დასჭირდა. ახლა კი ის, რაც არაბთა გაერთიანებული საემიროების სუფთა ენერგიაზე მომუშავე მანათებოლი შუქურა უნდა ყოფილიყო, ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

2016 წელს  21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება მოხდება. 8 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა“, – შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება შემდეგი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებისათვის: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლები: ბეღლევი, ბოსლევი (გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი) და ქვედა საზანო; გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები: კალაური და ვაჩნაძიანი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ცაიში ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

რატომ უნდა დაკმაყოფილდე განახლებადი ენერგიის ერთი სახეობით, როცა შეგიძლია ორი მიიღო ერთდროულად?  სწორედ ამ კითხვას უპასუხეს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ ქარის ტურბინები განაახლეს და მათ მზის პანელები დაამატეს. ეს ინოვაციური იდეა სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელს ჯო კინგს ეკუთვნის. მათ მიერ შექმნილი დიზაინი, ტრაიდიციულ ტურბინებზე მზის პანელების დამატებით, მსგავსი ტექნოლოგიის ფუნქციურობას აორმაგებს. კინგმა განაცხადა „აქ, ბრიტანეთში სხვა რეგიონებიდან განსხავვებით ქარიანი ამინდი უცხო ...

Read More »
ბენზინის 6 ალტერნატივა

ბენზინის 6 ალტერნატივა

რატომ იყენებს მსოფლიო ბენზინს? ამჟამად ათზე მეტი სახის ალტერნატიურ საწვავს აწარმოებენ და ყიდიან. ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ექვს ყველაზე გავრცელებულ ალტერნატიულ საწვავზე, მათ უპირატესობებზე მომავალ გამოყენბაზე. ბიოდიზელი ბიოდიზელი განახლებადი საწვავია რომელიც მზადდება მცენარეული ზეთისგან, ცხოველური ცხიმისგან ან რესტორანის გადამუშავებული საკვებისგან. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ ამის გამოყენება დიზელზე მომუშავე ავტომობილში გამოყენება უკვე შესაძლებელია. შედგენილობით ის ძალიან ჰგავს დიზელს მაგრამ უფრო ნაკლებ ზიანს ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ქართულ ბაზარზე რუსული საწვავის წილი დიდი სისწრაფით იზრდება, – წერს გაზეთი “რეზონანსი”. თუ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ ბენზინსა და დიზელს, დაახლოებით, 10% ეკავა, იანვარში ეს მაჩვენებელი ერთბაშად 43%-მდე გაიზარდა. სპეციალისტები ამ ფაქტს რუსული საწვავის სიიაფით ხსნიან. პარალელურად აღნიშნავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ბაზარი ახლა მეტად თავისუფალია, გაიზარდა იმპორტიორთა რიცხვი და შესაბამისად კონკურენცია. როგორც “რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, 1 ტონა რუსულ საწვავს იმპორტიორები ...

Read More »
მარიამ ვალიშვილი - "გაზპრომთან" შეხვედრა კვლავ შედგება

მარიამ ვალიშვილი – “გაზპრომთან” შეხვედრა კვლავ შედგება

სანამ არ იქნება შეთანხმება, “გაზპრომთან” შეხვედრები იქამდე გაგრძელდება,  – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას და რაოდენობას. “ჩვენ, პრინციპულად წინააღმდეგი არ ვართ თანხობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის, მაგრამ გააჩნია რამდენი იქნება ეს თანხა”, – განაცხადა ვალიშვილმა. რაც შეეხება აზერბაიჯანთან მიმდინარე ...

Read More »
ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი

ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა “INOGATE”-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში  იანოშ ჰერმანმა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსმა იანეს კოპაჩმა. დიალოგში ასევე, მონაწილეობენ პროგრამა “INOGATE”-ის ექსპერტები, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, პროგრამა “INOGATE”-ისა და ...

Read More »