ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

რატომ უნდა დაკმაყოფილდე განახლებადი ენერგიის ერთი სახეობით, როცა შეგიძლია ორი მიიღო ერთდროულად?  სწორედ ამ კითხვას უპასუხეს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ ქარის ტურბინები განაახლეს და მათ მზის პანელები დაამატეს.

ეს ინოვაციური იდეა სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელს ჯო კინგს ეკუთვნის. მათ მიერ შექმნილი დიზაინი, ტრაიდიციულ ტურბინებზე მზის პანელების დამატებით, მსგავსი ტექნოლოგიის ფუნქციურობას აორმაგებს.

კინგმა განაცხადა „აქ, ბრიტანეთში სხვა რეგიონებიდან განსხავვებით ქარიანი ამინდი უცხო მოვლენა არ არის. მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა ჩვენთან მხოლოდ რამოდენიმე დღე იყოს გამოსაგი თუმცა მაროკოში, იტალიაში, ესპანეთში და მსგავ ტეროტორიებზე ეს დიდ გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის უფრო ეფექტურად გამომუშავებაზე“.

მაგრამ გუნდი რამოდენიმე პრობლემას გადააწყდა. ადრეულმა კომპუტერულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ ტურბინაზე დამონაჟებული მზის პანელები მიმდებარე ტერიტორიაზე დამაბრმავებელი სინათლის სხივებს ირეკლავდა. იყო საფრთხე რომ ტურბინებს შეეძლო დაებრმავებინა თვითმფრინავის პილოტები და ასევე მიმდებარე ტერიტორიაზაე მცხოვრები პირებიც. ასევე განსაკუთრებულ ცხელ დღეებში ტურბინებზე  წარმოქმნილ მზის სხივებს სწორი მიმართულებით განლაგების შემთხვევაში შენობის დაწვაც შეეძლო.

„უკანასკნელი, რაც გვჭირდება ის არის, რომ ჩვენმა გამოგონებამ თვითმფრინავების ჩამოვარდნა და სახლების დაწვა გამოიწვიოს. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ განსაკუთრებული მზის პანელები, რომლებიც მზის სხივებს არ ირეკლავს“.

Leave a Reply