ბენზინის 6 ალტერნატივა

ბენზინის 6 ალტერნატივა

რატომ იყენებს მსოფლიო ბენზინს? ამჟამად ათზე მეტი სახის ალტერნატიურ საწვავს აწარმოებენ და ყიდიან. ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ექვს ყველაზე გავრცელებულ ალტერნატიულ საწვავზე, მათ უპირატესობებზე მომავალ გამოყენბაზე.

ბიოდიზელი

ბიოდიზელი განახლებადი საწვავია რომელიც მზადდება მცენარეული ზეთისგან, ცხოველური ცხიმისგან ან რესტორანის გადამუშავებული საკვებისგან. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ ამის გამოყენება დიზელზე მომუშავე ავტომობილში გამოყენება უკვე შესაძლებელია. შედგენილობით ის ძალიან ჰგავს დიზელს მაგრამ უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს გარემნოს. სუფთა ბიოდიზელი ცნობილი როგორც B100 , 75 პროცენტით ნაკლებ ნახშირბადის დიოქსიდს გამოყოფს ვიდრე ჩვეულებრივი დიზელი.

ელექტროენერგია

ელექტრო მანქანა უკვე მრავალია წელია არსებობს, მაგრამ მასობრივ ბაზარზე შეღწევა ვერ მოახერხა. ბენზინზე მოთხოვნის და ფასის შესამცირებლად მრავალ ჰიბრიდულ ავტომობილში გამოიყენება ელექტროენერგია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში ენერგოსისტემა ხელმისაწვდომია მსგავსი ავტომობილების დასამუხტი ადგილების რაოდნობა შეზღუდულია. მაგალითად 2014 წელს ამერიკაში დაახლოებით 8 800 დასატენი სადგური იყო.

ეთანოლი

ეთანოლი ალკოჰოლის შემცველი ალტერნატიური საწვავის წყაროა, რომელსაც იგივე შედგენილობა აქვს რაც ალკოჰოლურ სასმელს. გამოყენებამდე მას სხვადასხვა ხარისხის ბენზინს ურევენ. ეთანოლის გამოყენებამ შეიძლება ნახშირბადის გამოყოფა 52-86 პროცენტით შეამციროს. ეთანოლს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს, მასბენზინზე ნაკლები ენერგია აქვს . ეს კი იმას ნიშნავს რომ მსგავსი შედეგის მისაღებად ამ საწვავის უფრო მეტი რაოდენობა იქნება საჭირო.

წყალბადი

წყალბადი ეკოლოგიურად სუფთა ალეტერნატიური საწვავია. ენერგია წარმოიქმნება წყალბადის უჯრედებში, რომელიც უბრალოდ უფრო წყალს ააორთქლებს და ჰაერს გაათბობს. მსგავსი საწვავის მიღება წყალიდან ჰიდროკარბონატების ან სხვა ორგანული ნივთიერებების საშუალებით ხდება. ამ პროცესისთვის კი ბუნებრივ აირი ან ელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიია საჭირო. კიდევ ერთი პრობლემა წყალბადის შენახვაა. ამისთვის კი მაღალი წნევა, დაბალი ტემპერატურა და სხვა ქიმიური პროცესი არის საჭირო.

ბუნებრივი აირი

ბუნებრივ აირს მსოფლიოში უამრავი მიზნით იყენებენ. ეს ჰიდროკარბონატების ნაერთია, რომელიც ძირითადად მეთანს შეიცავს. ბუნებრივი აირი წიაღისეულ საწვავად ითვლება, მაგრამ არსებობს მისი ალტერნარივაც – განახლებადი ბუნებრივი აირი. ბიომეთანი სხვადასხვა ნარჩენებისგან მზადდება. პროცესის ამ ნაწილში მიკროორგანიზმები ბიოდეგრადირებად მასალას ანადგურებნენ. განახლებადი ბუნებრივი აირი მისი საწვავი ძმის ქიმიურად იდენტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა სავსებით გამოსადეგია.

პროპანე

პროპანი დიდი ენერგიის მქონე სუფთად გამოყენებადი და ამის შედეგად ყველაზე მაცდური შესაძლებლობაა ალტერნატიული საწვავებიდან. პროპანზე მომუშავე ავტომობილები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ თვითონ საწვავის ფასი კი ზოგჯერ ბენზინზე იაფიც კი არის.

Leave a Reply