Author Archives: energy

ჩალიკ ჯეორჯია ვინდიმ გორში ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლა დაიწყო

ჩალიკ ჯეორჯია ვინდიმ გორში ქარის ენერგიის პოტენციალის შესწავლა დაიწყო

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, ნიგოზა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურების ფარგლებში სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდისმა”  80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი დაიწყო. შიდა ქართლში მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟს სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” დაკვეთით თურქული კომპანია „ენისოლარი“ ახორციელებს. თითო პროექტისთვის დამონტაჟდება ორი მეტეო ანძა. ფონდის ცნობით, ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე შეისწავლის ქარის ძირითად პარამეტრებს, რის საფუძველზეც მოხდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადება. წყარო: ...

Read More »
საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური მატება მოსალოდენლი არ არის

საქართველოში საწვავის ფასების ტოტალური და მკვეთრი მატება მოსალოდენლი არ არის, – ამის შესახებ “ინტრეპრესნიუსს” ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მთვრალაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დღეებში ნავთობზე ფასების მატების ტენდენცია შეინიშნება, ეს ქართულ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს. “ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასმა მოიმატა. ლონდონში, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარიან ნიშნულამდე ...

Read More »
"გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

“გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “გაზპრომთან” ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. როგორც კალაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სიტყვიერი შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია იმის შესახებ, რომ პირობები დარჩეს იგივე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ მიიღოს 10% ბუნებრივი აირი სომხეთში ტრანზიტის შედეგად. “ხელშეკრულება “გაზპრომთან” გაფორმებული არ არის, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გაფორმდება. ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. ...

Read More »
GWP კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

GWP კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ოთხშაბათს ღამიდან, კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. კომპანიის ცნობით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილას წარიმართება. კერძოდ, სავალდებულო საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება ღრმაღელე-ვაზისუბნის 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება ისნის რაიონში, 900 მმ-იან და 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილებზე. პარალელურად, „ვაზისუბან 3“-ის რეზერვუარიდან გამომავალ 400 მმ-იან ქსელზე დამონტაჟდება ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, უშაკოვის ხევში გამავალ ...

Read More »
მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

მტკვარის ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება

მტკვარი ჰესის მშენებლობის განახლების სამუშაოების დაწყება მომავალ კვირას იგეგმება, – როგორც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ჰესის მშენებლობა ფინანსური პრობლემების გამო იყო შეჩერებული, მისივე თქმით დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. “მტკვარის ჰიდროელექტროსადგური პრობლემების გამო იყო გაჩერებული, ეს არის წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტი. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისფლებაში მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ფაქტიურად გაჩერებული იყო. სამინისტროსა და სხვადასხვა ...

Read More »
"ქარის ენერგია ჩვენთვის ძვირი რესურსია"

“ქარის ენერგია ჩვენთვის ძვირი რესურსია”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, სამინისტრო არასოდეს არ უშლის ინვესტორებს ხელს ააშენოს ქარის ან მზის სადგური, თუმცა  ქარის ენერგია შედარებით ძვირი რესურსია ქვეყნისთვის ჰიდროსთან შედარებით. ამასთან, ელოშვილის განცხადებით, ქვეყანა ვერ შევძლებს სისტემაში 15%-ზე მეტი დაუთმოს ქარის ენერგია, რადგან ამ შემთხვევაში სისტემა იქნება არასტაბილური. „შესაბამისად, ჩვენი რესურსი რაც გაგვაჩნია ქარის ათვისების კუთხით არის რამდენიმე ასეული მეგავატი“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე. მისივე ...

Read More »
გადასახადის გაზრდის გამო, 17 მარტიდან, აბანოები შესაძლოა, დაიხუროს

გადასახადის გაზრდის გამო, 17 მარტიდან, აბანოები შესაძლოა, დაიხუროს

შპს „ბახმარო“, შპს „ჯორჯიან სპა“, შპს „შაკო“, შპს „ჭრელი აბანო“ და შპს „ნარიყალა“ თბილისის გოგირდის აბანოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღიშნულია,  რომ თუ წყლის გადასახადის გადახდის წესი არ გადაიხედება, 17 მარტიდან, აბანოების მუშაობა შეჩერდება. მათივე განცხადებით, თუ აღნიშნული პრობლემა ერთი კვირის ვადაში არ გადაწყდება, 17 მარტიდან აბანოების მუშაობა შეჩერდება და საპროტესტო აქციები გაიმართება. განცხადების თანახმად,  კომპანია  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ...

Read More »
პენსიონერები აბანოების უფასო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ

პენსიონერები აბანოების უფასო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ

 „საქართველოს პენსიონერთა კავშირის“ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მერი სეხნიაშვილის განცხადებით, აბანოებში ადამიანებს უფასო მომსახურების მიღება ისევ უნდა შეეძლოთ. დღეს, აბანოთუბანში, აბანოების ხელმძღვანელების მიერ გამართული პრესკონფერენციის და მხარდამჭერი ორგანიზაციების აქციის შემდეგ, მერი სეხნიაშვილმა აღნიშნა, რომ აბანოების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად, პენსიონერები აბანოების უსაფო მომსახურებით ვეღარ სარგებლობენ. „ყველამ იცის, როგორი გაუსაძლისი ცხოვრების პირობები გააჩნია მოსახლეობას და თვეში, ერთხელაც რომ უფასოდ ისარგებლოს, აუცილებელია. ...

Read More »
"წელს უკანონოდ დარიცხული ნახევარ მილიონამდე დავალიანება ჩამოვწერეთ"

“წელს უკანონოდ დარიცხული ნახევარ მილიონამდე დავალიანება ჩამოვწერეთ”

კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კვლავ მწვავედ დგას დარიცხული გადასახადების ჩამოწერის საკითხი. როგორც ადრე მოგახსენეთ, აბონენტთა ნაწილს დავალიანება სრულად ჩამოეწერა, თუმცა კითხვები და დაინტერესება ამ საკითხის მიმართ დღესაც აქტუალურია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  არც იცის  დავალიანების ჩამოწერის შესაძლებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ „ფოსტალიონი“ ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს დაუკავშირდა. –მოდით კიდევ ერთხელ ავხსნათ რასთან დაკავშირებით ხდება თანხის ჩამოწერა და როგორ უნდა გაიგონ აბონენტებმა, რომ დავალიანება ...

Read More »

ხუდონჰესის ბედი გაურკვეველია

ხუდონჰესის ბედი გაურკვეველია. ენერგეტიკის მინისტრი პროექტს კვლავ უმნიშვნელოვანესს და ქვეყნისთვის სტარატეგიულს უწოდებს, თუმცა მისი დაწყების ვადას ვერ აკონკრეტებს. შემაფერხებლად პროექტის მოწინააღმდეგეები სახელდებიან. მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყველა ენერგეტიკული პროექტი კვლევების და საჯარო განხილვების ფორმატით ხორციელდება და თუ ხარვეზები არსებობს მათი გამოსწორება ხდებს. „როდესაც მიმდინარეობდა ენგურჰესის მშენებლობა, დარწმუნებული ვარ მაშინაც იყვნენ გარკვეული ჯგუფები, ვინ ეწინააღმდეგებოდა ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას, მაგრამ დღეს ...

Read More »