Author Archives: energy

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას SOCAR ააშენებს

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას SOCAR ააშენებს

SOCAR საქართველოში კარბამიდის ქარხნის ნაცვლად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს. საინვესტიციო პროექტის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობამ და SOCAR Georgia Investments-მა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ახალი ვალდებულებით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე,  SOCAR წელიწადში არანაკლებ 2 მლნ ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ქარხანას ააშენებს. საწარმო წარმოებას 2020 წლის 30 აპრილამდე დაიწყებს. ქარხნის მშენებლობა 2017 წლის სექტემბრამდე დაიწყება და პროექტში 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ...

Read More »
საქაერონავიგაციამ კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა

საქაერონავიგაციამ კახეთში რადიოსადგურების ახალი სისტემა დაამონტაჟა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ”, დღეს კახეთში (მთა ცივი) “მიწა-ჰაერის” ახალი სტაციონარული რადიოსადგურების სისტემა დაამონტაჟა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სისტემის მართვა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრიდან განხორციელდება. რადიოსადგური კახეთის რეგიონში (ალაზნის ველის ტერიტორია) დაბალ ეშელონზე (G კლასი) მფრენ მცირე ზომის საჰაერო ხომალდებთან ორმხრივ კავშირს დაამყარებს. საქართველოს საჰაერო სივრცე რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. G კლასი მცირე ავიაციისთვის არის ...

Read More »
გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მშენებლობა იწყება. მილსადენი გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია, ის თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან გაზსადენ TANAP-ს შეუერთდება, რომელის მშენებლობაც ასევე მიმდინარეობს. 870 კილომეტრიანი გაზსადენი საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიაში შევა. ისტორიული პროექტით აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება მოხდება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაფართოების სამუშაოებიც, მისი სიმძლავრის გაზრდის მიზნით. TAP-ის მშენებლობა 17 მაისს იწყება, გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანული ...

Read More »
დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

ელექტროენერგიის ფასის გადახედვის აუცილებლობა არ დგას   ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო კორექტირების საკითხი, რომელიც ენერგოკომპანიების მხრიდან სემეკში სატარიფო განაცხადის შეტანას მოჰყვა. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ისმის ლეგიტიმური კითხვები, რამდენადაც აღნიშნული საკითხი საკმაოდ სენსიტიურია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, კომისია, რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს უდგენს ვალდებულებას, რომ ტარიფის გაანგარიშებისთვის ყოველწლიურად წარმოადგინონ ...

Read More »
„ჯორჯიანმანგანეზმა" წლის საუკეთესო კომპანიის ტიტული მიიღო

„ჯორჯიან მანგანეზმა” წლის საუკეთესო კომპანიის ტიტული მიიღო

„ჯორჯიან მანგანეზი” წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა „ჯორჯიან თაიმსის“ მიერ 10 ნოემბერს გამართულ ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე. „ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც საინვესტიციო მიმზიდველობის, სამუშაო უსაფრთხოების და ეკოლოგიური ნორმების უმაღლესი სტანდარტის, ასევე კორპორატიული პასუხისმგებლობის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, მიღწეულ წარმატებაზე გაჩერებას არ აპირებს. ,,ჯორჯიან მანგანეზის“ პრესსამსახურის უფროსი ზაქარია ზალიკაშვილი “პირველთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანიის მთავარი მიღწევა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემაა, რომელიც ზესტაფონის მთელ პერიმეტრზე არის ...

Read More »
"TAP-ი, TANAP-ი და „თეთრი ნაკადი" ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ ევროპის სერიოზული პარტნიორი გახდეს"

“TAP-ი, TANAP-ი და „თეთრი ნაკადი” ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ ევროპის სერიოზული პარტნიორი გახდეს”

მას შემდეგ, რაც თურქეთმა და რუსეთმა, მეგობრობის განმტკიცების მორიგი დემონსტრირების კვალდაკვალ, ენერგეტიკული პროექტ „თურქეთის ნაკადის” გაცოცხლებაც გადაწყვიტეს, გაჩნდა შეკითხვები: რა დგას ამ ჩანაფიქრის უკან, როგორ უყურებს ამ პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობა და ხომ არ დაზარალდება საქართველოს ინტერესები? დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ „თურქეთის ნაკადი” ხელს არ შეუშლის „სამხრეთის გაზის დერეფნის” პროექტებს და, პირიქით, საქართველოს ამ ფონზე ხელახლა გამოუჩნდა გამოუყენებელი შანსი. „თურქეთის ნაკადის” ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „LITOSTROJ POWER“ და „ČKD Blansko Engineering“, საქართველოში კომპანიებს საკუთარ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობენ

„ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „LITOSTROJ POWER“ და „ČKD Blansko Engineering“, საქართველოში კომპანიებს საკუთარ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობენ

სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში გაიმართა „LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“-ის და ქართულ ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც „ČKD Blansko Engineering“-მა თავისი პროდუქცია წარმოადგინა.  2006 წლიდან ČKD Blansko Engineering წარმოადგენს „LITOSTROJ POWER“ ჯგუფის წევრს, რომლის 100% წილის მფლობელი არის „ენერგო-პრო ჯგუფი“. „LITOSTROJ POWER“-ის ჯგუფის წევრი „ČKD Blansko Engineering“ წარმოადგენს საინჟინრო საწარმოს, რომელიც ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ჰიდროტექნიკური მოწყობილობების და მანქანა-დანადგარების, სატუმბი ...

Read More »
“გაზპრომმა” ესტონურ კომპანიას Eesti Gaas თავისი აქციების 37% მიყიდა

“გაზპრომმა” ესტონურ კომპანიას Eesti Gaas თავისი აქციების 37% მიყიდა

რუსულმა კომპანიამ  Trilini Energy OU-სთან, ესტონური კომპანიისთვის  AS Eesti Gaas აქციების 37% წილის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა, – აღნიშნულის შესახებ კომპანიის AS Eesti Gaas მიერ გარცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. Trilini Energy OU სტრუქტურული საინვესტიციო კომპანიის AS Infortar შვილობილი კომპანიაა. “ჩვენ ჩვენს სამოქმედო გეგმას მივყვებით – თებერვლის თვეში ჩვენ Fortum-სგან 51%-იანი წილი ვიყიდეთ, ხოლო ახლა კომპანია “გაზპრომისგან” 37%-იან წილს ვიყიდით, რომელსაც იგივე პირობები შევთავაზეთ, რაც კომპანიას Fortum”, – ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

ბოლო ორი დღეა საქართველოში საწვავზე ფასმა მოიმატა. სხვადასხვა ქსელში ფასების 3-5 თეთრით მატება დაფიქსირდა. ამის შესახებ ALLNEWS.GE-ის ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში საწვავის ფასების ცვლილება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – ლარის გაცვლით კურსსა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილებაზე. “როგორც იცით, ბოლო რამდენიმე თვეა ნავთობზე ფასების მატება შეინიშნება, რამაც გამოიწვია საქართველოში საწვავის ფასის 3-5 თეთრით მატება. ...

Read More »
"ვერავინ შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას"

“ვერავინ შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას”

ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებს ამ პროექტის განხორციელებას. მინისტრის თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ”ის აუცილებლად განხორციელდება და ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული ...

Read More »