SOCAR საქართველოში კარბამიდის ქარხნის ნაცვლად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს.
საინვესტიციო პროექტის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობამ და SOCAR Georgia Investments-მა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
ახალი ვალდებულებით, 2019 წლის 31 დეკემბრამდე, SOCAR წელიწადში არანაკლებ 2 მლნ ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ქარხანას ააშენებს. საწარმო წარმოებას 2020 წლის 30 აპრილამდე დაიწყებს.
ქარხნის მშენებლობა 2017 წლის სექტემბრამდე დაიწყება და პროექტში 120 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ მინიმუმ 10 წლით, წარმოებული საწვავის 10% შეთავაზებული იქნება საქართველოს მთავრობისთვის, ფასდაკლებით. დასაქმებულთა 70% კი საქართველოს მოქალაქე იქნება.
შეგახსენებთ, SOCAR-მა ყულევში კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერება ენერგეტიკულ ბაზარზე კონიუნქტურის შეცვლას და გაზით გრძელვადიან უზრუნველყოფას დაუკავშირა.