“გაზპრომმა” ესტონურ კომპანიას Eesti Gaas თავისი აქციების 37% მიყიდა

“გაზპრომმა” ესტონურ კომპანიას Eesti Gaas თავისი აქციების 37% მიყიდა

რუსულმა კომპანიამ  Trilini Energy OU-სთან, ესტონური კომპანიისთვის  AS Eesti Gaas აქციების 37% წილის მიყიდვის შესახებ შეთანხმება გააფორმა, – აღნიშნულის შესახებ კომპანიის AS Eesti Gaas მიერ გარცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

Trilini Energy OU სტრუქტურული საინვესტიციო კომპანიის AS Infortar შვილობილი კომპანიაა.

“ჩვენ ჩვენს სამოქმედო გეგმას მივყვებით – თებერვლის თვეში ჩვენ Fortum-სგან 51%-იანი წილი ვიყიდეთ, ხოლო ახლა კომპანია “გაზპრომისგან” 37%-იან წილს ვიყიდით, რომელსაც იგივე პირობები შევთავაზეთ, რაც კომპანიას Fortum”, – განაცხადა Infortar-ის სამმართველოს წევრმა და Eesti Gaas-ის სამმართველოს წარმომადგენელმა აინ ჰანშმიდტმა.

Leave a Reply