Author Archives: energy

"ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში ენერგოეფექტური LED განათებები დამონტაჟდეს"

“ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში ენერგოეფექტური LED განათებები დამონტაჟდეს”

საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებლად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში განაცხადა, სადაც მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, „თბილისი – ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია გაიმართა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება დედაქალაქის ენერგოეფექტურობას ეძღვნება, რაც მისასალმებელია, რადგან ყველაფერი ვითარდება, წინ მიდის. ”ჩვენ ენერგეტიკის მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

მაგისტრალური გაზსადენების დაზიანებულ უბნებზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, USAID-ის დახმარებით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ შექმნილმა სპეციალურმა სამსახურმა გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია უკვე განახორციელა. ამჟამად მიმდინარეობს ჯვრის მონასტერთან ახლოს გამავალი ყაზახ-საგურამოს 1000მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მეწყერულ ზონაში გამავალი მონაკვეთის გადალაგების სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. დღეისათვის წარმატებით დასრულდა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, შირის ხევის მონაკვეთის ანტიეროზიული სამუშაოები; „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის სტაბილური ...

Read More »
Georgia Oil & Gas -ის ჭაბურღილები კონსერვაციის რეჟიმში რჩება

Georgia Oil & Gas -ის ჭაბურღილები კონსერვაციის რეჟიმში რჩება

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, Georgia Oil & Gas Limited-ის კუთვნილ ჭაბურღილებზე დროებითი კონსერვაციის ვადა გაგრძელდა. კომპანია  XIC სალიცენზიო ბლოკის ნორიოს საბადოზე №26, 27, 31, 39, 61, 64, 65 და 200 ჭაბურღილებს ფლობს, სადაც დროებით კონსერვაციაზე უფლებამოსილების მინიჭება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ითხოვა და 3 თვიანი უფლებაც მიიღო, 1 მაისამდე. სააგენტოს ცნობით, მენეჯმენტმა ვადის გახანგძლივება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. Georgia Oil ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, თეთრიწყაროს, წალკის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის რაიონის მცხოვრებელების ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდებათ. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:30-დან 15:00 საათის შუალედში, ეტაპობრივად, 30-30 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11 129 აბონენტს თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში, 15602 აბონენტს ახალქალაქის, 7725 აბონენტს ნინოწმინდის, 3793 აბონენტს ასპინძის, 16901 აბონენტს ახალციხისა და 5482 აბონენტს ადიგენის რაიონებში. ”სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, უმჯობესდება ქსელის ...

Read More »
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ასეთია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიში. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება. ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია. ამერიკულ საინფორმაციო პორტალ http://www.vox.com/-თან საუბარში ექსპერტი ...

Read More »
2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

საქსტატმა 2016 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნა ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ ეკონომიკის თვრამეტი უმსხვილესი სექტორიდან ოთხში უარყოფითი ზრდა იყო. იმ სექტორებს შორის, რომლებშიც წელს შემცირება შეიმჩნევა ენერგეტიკის, კერძოდ კი (ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოების და განაწილების) სექტორიც მოხვდა, აქ ზრდამ მინუს 3.1% შეადგინა. დარგის ზომა წლის პირველ კვრატალში 216 მილიონი ლარი იყო. ენერგეტიკის დარგში გასული წლის მანძილზე პირდაპირი ...

Read More »
როგორ განვითარდება ქართული ენერგეტიკა “ხუდონჰესის” გარეშე

როგორ განვითარდება ქართული ენერგეტიკა “ხუდონჰესის” გარეშე

ანდრია გვიდიანი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი   ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიულ მიზანს ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობა წარმოადგენს. რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია. მიუხედავად ამისა, თანამედროვე მსოფლიოში, რესურსების ათვისების პარალელურად, მნიშვნელოვანი ყურადღება გარემოზე ზემოქმედებისა და კლიმატის ცვლილებების ...

Read More »
სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს!

სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს!

ორჯერ დაბლოკილი პროექტი, სენაკში, ცეზარ ჩოჩელის ხელით გაცოცხლდა სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებას აპროტესტებს და აცხადებს: “გვესმის, ხალხი მშიერია, მაგრამ… მეგრელების სირცხვილი იქნება, სამეგრელოს ეს საამაყო ალაგი, 400 ლარზე თუ გავყიდეთ!”  _ ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ვერსია” ავრცელებს და სენაკიდან ვრცელ რეპორტაჟს გვთავაზობს. საქმე ის გახლავთ, რომ  ექსნაციონალი დეპუტატი, მცხეთა-თიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, ჩინელ ინვესტორთან ერთად, სენაკის ...

Read More »
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. როგორც guardian.ge –ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე წელს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ორგანიზებით, ქვედა სამებაში, ბობოყვათში, დაგვში, ქვედა დაგვსა და ხუცუბანი-ნაკაიძეებში გაზის დაქსელვა მოხდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება ...

Read More »
მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის. კერძოდ მომხმარებლისათვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი  იმ კომპანიების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მისთვის სასურველ მომსახურების პირობებს შესთავაზებს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს არ გააჩნია და მომსახურებას იღებს იმ გამანაწილებელი კომპანიისაგან, რომელიც ...

Read More »