ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, Georgia Oil & Gas Limited-ის კუთვნილ ჭაბურღილებზე დროებითი კონსერვაციის ვადა გაგრძელდა.
კომპანია XIC სალიცენზიო ბლოკის ნორიოს საბადოზე №26, 27, 31, 39, 61, 64, 65 და 200 ჭაბურღილებს ფლობს, სადაც დროებით კონსერვაციაზე უფლებამოსილების მინიჭება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ითხოვა და 3 თვიანი უფლებაც მიიღო, 1 მაისამდე.
სააგენტოს ცნობით, მენეჯმენტმა ვადის გახანგძლივება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
Georgia Oil & Gas Limited-ი არის საქართველოს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს 2011 წლიდან.
XIC სალიცენზიო ბლოკის ნორიოს საბადოზე Georgia Oil & Gas Limited-ს 2011 წლიდან დღემდე 15 607 849 აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული.
წყარო: Gbc.ge