ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ხუცუბნის გაზიფიცირება დაიწყო. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
როგორც guardian.ge –ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მიმდინარე წელს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ორგანიზებით, ქვედა სამებაში, ბობოყვათში, დაგვში, ქვედა დაგვსა და ხუცუბანი-ნაკაიძეებში გაზის დაქსელვა მოხდება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიანი მონაკვეთზე ხორციელდება და 4855 აბონენტს მოიცავს.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, სამუშაოებზე 350 ადგილობრივი კადრია დასაქმებული.