Author Archives: energy

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას მოუწოდებენ, ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნამახვანის და ონის ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია კომპანიას წარმოდგენილი არ აქვს. აქტივისტები მთავრობას ასევე მოუწოდებენ, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება. „მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გამოაცხადოს მორატორიუმი ნამახვანისა და ონის კასკადური ჰესების მშენებლობაზე; მოხდეს მთავრობასთან ერთად ამ ჰესების ეკონომიკური, ...

Read More »
ნარმანია

“დენის ტარიფი ისევ საშუალოვადიან, სამწლიან პერიოდზე დადგინდება” – ნარმანია

2017 წელს სემეკის მიერ სამი წლით დადგენილ სამომხმარებლო ტარიფებს ვადა წელს ეწურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია და რამდენით? – ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც კიდევ ერთი დამატებითი კითხვა მოჰყვება – თუ გაძვირდება დენის ტარიფი, რამდენით? ენერგეტიკოსები უფრო მეტად ტარიფის ზრდას პროგნოზირებენ. ამასთან, Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ წელს ...

Read More »

შვიდი ბიზნეს ასოციაცია კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნეს ასოციაცია „თბილისი ენერჯის“ მიერ კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის გაზრდას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს, გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილება. მათივე შეფასებით, „თბილისი ენერჯის“ განმარტება, რომ ეს არ შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მცდარია, რადგან ბიზნეს სექტორისთვის გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქტის თვითღირებულების გაზრდას. ამასთან, ასოციაციები აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მათ მოუწევთ დასაქმებულების რაოდენობის ან მათთვის ხელფასის ...

Read More »
როგორ ითვისებს საქართველო არსებულ ენერგოპოტენციალს

“თელასი“ და “ენერგო-პრო ჯორჯია“ 5 წელიწადში 500 მლნ-მდე ინვესტიციის განახორციელებას გეგმავენ

,,თელასი“ და  ,,ენერგო-პრო-ჯორჯია“ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ნახევარ  მილიონ ლარამდე ინვესტიციის განახორციელებას გეგმავენ. აქედან,  ,,თელასი“  ქსელის განვითარებისთვის  77  მლნ  ლარზე  მეტს დახარჯავს,   ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საინვესტიციო პროექტებზე კი 400 მილიონ ლარზე მეტი მოდის. კომპანიები, საინვესტიციო გეგმებს  ,,სემეკთან“  უკვე ათანხმებენ.   ინვესტიციები ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ტარიფების განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად,  ,,ბიზნესპარტნიორმა“  ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს მიმართა, თუ როგორ აისახება საინვესტიციო გეგმები ახალი ტარიფების ...

Read More »

იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,6%-ით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,66 ათასი ტონა) შედარებით და 0,25 ათასი ტონით ანუ 13%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,92 ათასი ტონა) შედარებით. “მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 0709 სასაქონლო ნიშნით მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 4,164.57 ტონა 2,715.03 ათასი დოლარის ღირებულების ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები. გასული წლის 10 თვეში კი ნედლი ნავთობის იმპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 8,843.05 ტონას გაუტოლდა, ფულად გამოსახულებაში კი 5,575.03 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის იმპორტის კლების მიზეზად მსოფლიოში ...

Read More »

ფრანგული სტარტაპი ადამიანის თმების გადამუშავებით, ოკეანეებს ჩაღვრილი ნავთობისგან გაასუფთავებს

საფრანგეთში საპარიკმახერო სალონები ყოველწლიურად დაახლოებით 4000 ტონა თმის ნარჩენს გამოიმუშავებენ. შეიძლება ამ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნარჩენის გადამუშავებამ გადაარჩინოს პლანეტა? ჯეიმს ტეილორი, ფრანგული სტარტაპის Capillum-ის თანადამფუძნებელი, ამტკიცებს რომ შეიძლება. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც იყენებს მოჭრილ თმაში არსებულ კერატინს. ის აღნიშნავს: ”ჩვენ გადავამუშავებთ ნარჩენ თმას. ადამიანის თმა შეიცავს კერატინს, პროტეინს, რომელიც შთანთქავს ცხიმს და შესაბამისად შეიძლება გამოყენებულ იქნას გარემოს გასაწმენდად. თმის გადამუშავებით ...

Read More »

სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს : ბრძოლა ბოლომდე!

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება “ჩრდილოეთის ნაკიადი 2“-ს მიმართ ყველასთვის ცნობილია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი იმაში, რომ დღეს რუსული “გაზპრომ“-ის 9.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი დაუსრულებელია და რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლები აკლდება. ჩემი აზრით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან სამართლიანია. რთულია არ გქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც გერმანია და ...

Read More »

“ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ პერიოდში სახელმწიფომ დიდი ყურადღება ენერგეტიკის სექტორსა და იქ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უდნა დაუთმოს. ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მთავრობა ინვესტორებისთვის პროექტების განხორციელების გარანტი ვერ არის. „ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს,მაგრამ იმის გამო, რომ ინვესტორებს ძალიან ხშირად მესამე მხარესთან ერთი-ერთზე ტოვებს სახელმწიფო, ეს პროექტები ...

Read More »

ციფრული ვალუტის გამომუშავება სვანეთში – რა პრობლემები წარმოქმნეს არალეგალმა მაინერებმა რეგიონში?

ბიტკოინებით – დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტით რომელსაც მსოფლიოში არცერთი კომპანია და არც ფინანსური ინსტიტუტი არ აკონტროლებს – სვანეთშიც დაინტერესდნენ. ის რომ მესტიასა და ლენტეხში კრიპტოვალუტის მაინერებია განთავსებული ადგილობრივებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ადგილობრივები ამბობენ რომ ბიტკოინების გამომუშავების მსურველი ბევრია როგორც ადგილობრივები ასევე ის პირები რომლებმაც სვანეთში ფართები სწორედ ბიტკოინების გამომუშავებისთვის დაიქირავა. რატომ სვანეთი – მიზეზი მარტივია მაღალმთაში მოსახლეობისთვის ელექტრო ენერგია უკვე წლებია ...

Read More »