Author Archives: energy

თურნავა: გავუფრთხილდეთ ინვესტორებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განცხადება გააკეთა: “ჩვენთვის ახლა გაჩერებული პროექტები წარმოუდგენელია. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტორი უნდა შემოვიდეს და რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს, რათა სამუშაო ადგილები გაჩნდეს. რაც შეეხება ნამახვანჰეს, მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ყველა პრობლემაზე შევთანხმდებით, საერთო ენას ვიპოვით იმ ადამიანებთან ვინც, სამწუხაროდ, იქ აპროტესტებს პროექტს. მთავარია ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზსადენის პროექტის ოპერატორი, კომპანია Nord Stream 2 AG-ი ავრცელებს. „დღეს გაზსადენის პირველი ხაზის მშენებლობა დასრულდა. ჯერ კიდევ საჭიროა გაზსადენის დაგებული მონაკვეთების შეერთება. მეორე ხაზზე გაზსადენის დაგების სამუშაოები გრძელდება“, – ნათქვამია კომპანია Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის „ტყუპისცალია“, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი: აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. პარალელურად, სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ახლობლები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მუკბანიანის გათავისუფლებასა და სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვენ. მათივე განმარტებით, სოფლის ყველა შესასვლელს გადაკეტავენ იმისთვის, რომ სამართალდამცავებს გადაადგილების უფლება არ მისცენ. „აბსოლუტურად ყველა გზა გადაკეტილია – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირისპირ დადგომა მოუწევთ. გვაქვს გზების გადაკეტვის რესურსი. არ ვიცი, რამდენად მოჰყვება ამას ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.31 (-  0,04) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.81 (- 0,02)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კომპანია „ენკას“ სამშენებლო მასალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის გავლით გადააქვს, რის გამოც სოფელში კარავს შლიან

გუშინ ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე ხმაური იყო. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში კიდევ ერთი ალტერნატიული გზაა, რომლის საშუალებითაც კომპანია სამშენებლო მასალების ხეობაში შეტანას გეგმავდა. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუშინ ღამით დაპირისპირება სწორედ ამ გზაზე მოხდა. მისივე თქმით, დღეს გამთენიისას სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა გადაადგილდა რიონის ხეობის მიმართულებით, ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.

Read More »

ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა. ის ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია. პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ...

Read More »
საუდის არაბეთი ნავთობზე უარს ამბობს

„ბლოკ ენერჯი პლს“ საქართველოში სამი წლის განმავლობაში პირველი ახალი ჭაბურღილის გასაბურღად ემზადება

“ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” ცნობით, „ბლოკ ენერჯი პლს“ საქართველოში სამი წლის განმავლობაში პირველი ახალი ჭაბურღილის გასაბურღად ემზადება. ამა წლის 3-4 ივნისს, საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანია „ბლოკ ენერჯი პლს,“ მართავს ჭაბურღილის ბურღვის მოდელირებისადმი (“DWOP”) მიძღვნილ კონფერენციას თბილისში. (ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილ ახალი ჭაბურღილის „ვრ-ბა“ -ს (WR-BA) იმპლემენტაციამდე). ეს არის პირველი საერთო შეხვედრა „ბლოკ ენერჯი პლს“ ერთიან გუნდსა და ქვე-კონტრაქტორ კომპანიებს შორის ...

Read More »

წელს საქართველოს აზერბაიჯანმა 16,0 ათასი ტონა ბიტუმი მიაწოდა

წელს საქართველოს აზერბაიჯანმა 16,0 ათასი ტონა ბიტუმი მიაწოდა. ამის შესახებ ირკვევა საქართელოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის აპრილის თვის მონაცემებიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქარტველოში შემოსული ბიტუმის 88,4% აზერბაიჯანულია. ბიტუმის იმპორტის დანარჩენი 12% ერაყზე, თურქმენეთსა და რუსეთზე ნაწილდება შემდეგი პროპორციით: 6% (1,1ათასიტონა) – ერაყი; 2,8% (0,5 ათასი ტონა) – თურქმენეთი, 2,8% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთი. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა18,1 ათასი ...

Read More »

საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ქალაქი ძალიან გადატვირთულია

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში საწვავის ფასის ზრდის მატების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასების ცვლილებაზე ლარის კურსის მოქმედებს. თურნავას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ფასებმა მოიმატა, ეს ქუჩაში მოძრაობაზე არ ასახულა, რადგან ქუჩები ისევ ავტომობილებითაა გადატვირთული. “ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი ფასი ამაზეცაა ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ჰესების არაშენების შემთხვევაში ელექტროენერგიის დეფიციტი 2030 წლისთვის 7 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბებს

მესამე პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა ჰესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია რადიკალურად შეიცვალა, მისი განცხადებით 10-15 წლის წინ მართლაც იყო დიდი ჰესების მოხმრე, მაგრამ ქარისა და მზის ენერგიის გაიაფების შემდეგ ჰიდროსადგურებმა აქტუალობა დაკარგა, საქართველოს დამატებით მხოლოდ 1000 მეგავატი სიმძლავრე სჭირდება, რისი დაკმაყოფილებაც სწორედ ამ ალტერნატიულ ენერგიებს შეუძლიათ. მესამე პრეზიდენტის განცხადება მეტწილად მცდარია, ქარის ტურბინებისა და მზის პანელების ფასები მართლაც გაიაფდა, თუმცა დამატებით 1000 ...

Read More »