საუდის არაბეთი ნავთობზე უარს ამბობს

„ბლოკ ენერჯი პლს“ საქართველოში სამი წლის განმავლობაში პირველი ახალი ჭაბურღილის გასაბურღად ემზადება

“ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს” ცნობით, „ბლოკ ენერჯი პლს“ საქართველოში სამი წლის განმავლობაში პირველი ახალი ჭაბურღილის გასაბურღად ემზადება.

ამა წლის 3-4 ივნისს, საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანია „ბლოკ ენერჯი პლს,“ მართავს ჭაბურღილის ბურღვის მოდელირებისადმი (“DWOP”) მიძღვნილ კონფერენციას თბილისში. (ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილ ახალი ჭაბურღილის „ვრ-ბა“ -ს (WR-BA) იმპლემენტაციამდე).

ეს არის პირველი საერთო შეხვედრა „ბლოკ ენერჯი პლს“ ერთიან გუნდსა და ქვე-კონტრაქტორ კომპანიებს შორის კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან და საშუალებას აძლევს ტექნიკური და ოპერაციული მიმართულების მენეჯერებს დეტალურად გაეცნონ „ვრ-ბა“ ჭაბურღილის ბურღვის გეგმის თითოეულ მიმდინარე ეტაპს.

აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი ჭაბურღილის გაბურღვისა და ათვისების კომპლექსურ გზაზე. მხარეები აანალიზებენ ჭაბურღილის მშენებლობის თითოეულ საფეხურს და განსაზღვრავენ სტრატეგიას , თუ როგორ უნდა მოხდეს ბურღვის თითოეული ეტაპის გამარტივება და ეფექტური ურთიერთქმედება საუკეთესო შედეგის მისაღებად. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა ხარჯების შემცირება, რენტაბელობის ზრდა და გარემოს დაცვა მოპოვების უსაფრთხოების უმაღლესი ზომების განმტკიცებისა და უახლესი ტექნოლოგიის დანერგვის პარალელურად.

„ვრ-ბა“ს ბურღვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ „ბლოკ ენერჯი პლს“ – ს პოტენციალის წარმოჩენისთვის, არამედ მნიშვნელოვან წვლილსაც შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს როგორც მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შენარჩუნებას საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში, ასევე უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიისა და დამსაქმებლების მხარდაჭერას. კომპანიის საოპერაციო და ადმინისტრაციული გუნდის 90% საქართველოს მოქალაქეა.

„ვრ-ბა“ ჭაბურღილის წარმატებით გაბურღვის შემდეგ, „ბლოკ ენერჯი პლს“ გეგმავს მეორე ჭაბურღილის გაბურღვას და მესამის მომზადებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის.

„ბლოკ ენერჯი პლს“ წარმოადგენს ლონდონის საფონდო ბირჟის საერთაშორისო ბაზარზე (AIM)– რეგისტრირებულ დამოუკიდებელ ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ადრე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის ათვისებაზე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

Leave a Reply