ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში საწვავის ფასის ზრდის მატების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასების ცვლილებაზე ლარის კურსის მოქმედებს. თურნავას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე ფასებმა მოიმატა, ეს ქუჩაში მოძრაობაზე არ ასახულა, რადგან ქუჩები ისევ ავტომობილებითაა გადატვირთული.
“ჩვენ არ ვართ ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად იმპორტული პროდუქტი ფასი ამაზეცაა დამოკიდებული, ეს ფაქტორი არსებობს და მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი, რომელიც ეხებოდა იმას, რომ ეს იმპორტული საქონელია და რა თქმა უნდა ლარის კურსი ამაზე აისახებოდა, თანდათან შესუსტდება, აქაც ველოდებით, რომ დასტაბილურდება.
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია, ეკონომიკური აქტივობაც მატულობს. კი, საწვავის ფასი ნამდვილად გაიზარდა და ჩვენ მის სტაბილიზაციას სხვადასხვა ბერკეტით უნდა ვეცადოთ, მაგრამ თქვენ ვერ ნახავთ, რომ ეს ასახულიყო ქუჩებში მოძრაობაზე, ძალიან დიდია ტრაფიკი, ძალიან დიდია აქტივობა და ესაა სწორედ ის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, ადამიანები მუშაობენ და მცირე ბიზნესი მუშაობს”, – განაცხადა თურნავამ.