Author Archives: energy

არბიტრაჟის შემთხვევაში საქართველოს ასეულობით მილიონის გადახდა მოუწევს – აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ თუ კომპანია “ენკა” საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას წამოიწყებს, სახელმწიფოს კომპანიისთვის ასეულობით მილიონის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება კონტრაქტის შეწყვეტას, მისი თქმით, ქვეყანამ 800 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაკარგა. “რა თქმა უნდა, უარყოფითი სიგნალია არა მხოლოდ ჩვენი სექტორის, არამედ სხვა დარგების ინვესტორებისთვისაც. როდესაც მთავრობა თავად აცხადებს ტენდერს, თავად იწვევს ...

Read More »

ყველა, ვინც ინვესტორის გაქცევას შეუწყო ხელი, ან უნებლიე მტერია, ან ვარლამი! – გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება. გოცირიძის აზრით, ყველა, ვინც ინვესტორის გაქცევას ხელი შეუწყო, უნებლიე მტერია. „გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი, ან ვარლამი!“, – წერს ის. სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია ENKA-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის ...

Read More »

„ასი წელი წაგებიან მდგომარეობაში ყოფნას, ჯობია ახლა გაწყდეს ხელშეკრულება“ – მარიტა მუსელიანი „ნამახვანჰესზე“

რიონის ხეობის მცველის მარიტა მუსელიანის განცხადებით, კარგი პრეცედენტია, რომ კომპანია „ენკამ“ „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა, რადგან არსებული პირობებით მისი განხორციელებით ქვეყანა უფრო დიდ ზიანს მიიღებდა. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან კომენტარში აღნიშნა, რიონის ხეობის მცველების პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კაბალური ხელშეკრულება და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება იყო. „ხელშეკრულება რომ შეწყდება, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ იქნება. ხელშეკრულების შეწყვეტა ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ კონტრაქტის გაწყვეტით საქართველოს 1 მილიარდამდე დოლარის ღირებულების ზარალი მიადგა

,,საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ“,- ასე შეაფასა, ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა, Enka Renewables-ს და საქართველოს შორის გაწყვეტილი ხელშეკრულება. მარგველაშვილი ამბობს, რომ საბოლოო ზარალი და ჯარიმები სავარაუდოდ, 1 მლრდ იქნება. ,, ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობ და ვწერ. საქართველომ ამ კონტრაქტის გაწყვეტით დაკარგა 1 წელიწადში მინიმუმ 12 წლის ელექტროენერგიის გამომუშავება, რასაც მოვიხმართ. 800 მლნ ...

Read More »

ალექსანდრე რაქვიაშვილი – არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრას კავშირი ჰქონდეს „ენკას“ მიერ კონტრაქტის შეწყვეტასთან

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, უამრვი კითხვა არსებობდა იმის თაობაზე, თუ რატომ გაფორმდა კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის ასეთი კონტრაქტი. თუმცა, მისივე თქმით, კონტრაქტის შეწყვეტა ბევრად ძვირი ჯდებოდა, ვიდრე „ნამახვანჰესის“ პროექტის საბოლოო განხორციელება. რაქვიაშვილის განცხადებით, ჩნდება კითხვები, რატომ გაუჩნდა კომპანიას კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი, ვინაიდან ამის საჭიროება არ ჰქონდა. ალექსანდრე რაქვიაშვილის განმარტებით, კონტრაქტი ისე იყო შედგენილი, რომ მთავრობა კომპანიას მაინც ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. „ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა. მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით ...

Read More »

ირაკლი კობახიძე: „ენკას“ გადაწყვეტილება სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი

ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება, სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ენკას“ მიერ საქართველოსთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, ყველა შემთხვევაში ეს იყო კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. „მთლიანობაში, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების ...

Read More »

მამუკა მდინარაძე ნამახვან ჰესზე: როგორც მე ვიცი, ამ წუთის მონაცემებით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

რუსული დაკვეთით თუ ა.შ. იყო ძალიან ბევრი არასასიამოვნო აქტივობა. ბევრი ადამიანი შეიძლება მართლა გულწრფელი იყო და მართლა სჯეროდა, რადგან პიარულად და პროპაგანდისტულად აჯერებდნენ რაღაცებს. ზოგიერთი შეიძლება ვიღაცის დაკვეთით მოქმედებდა, მე ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ მედიაციის ის პლატფორმა, რომელიც ჩვენთან ერთად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც სასურველ შედეგებს დადებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზსაცავების შევსებაში დახმარების შემდეგ, ნორვეგია კიდევ გაზრდის ევროპისთვის ბუნერივი აირის მიწოდებას

ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე ნორვეგიულმა კომპანია Equinor–მა გამოაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ის გაზრდის კონტინენტზე ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. Equinor ევროპაში სიდიდით მეორე მიმწოდებელია რუსული “გაზპრომის” შემდეგ. “”Equinor და პარტნიორებმა” მიიღეს ნებართვა გაზარდონ ბუნებრივი აირის ექსპორტი ნორვეგიის კონტინენტური შელფიდან” – განაცხადა კომპანიამ და მიუთითა ზამთრის მოახლოების ფონზე, ევროპის გაზის ბაზარის “უჩვეულო პირობებზე”. განცხადებაში ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი – ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას ჩვენი თვალით არ დავაკვირდებით

ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, – ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ელოდებიან ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურებას, ნამდვილად გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის. „სიმართლე გითხრათ, ჩვენ სხვა მოლოდინები გვაქვს ამ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ველოდებოდით დაძაბვას. რა ინფორმაციაც ახლა ...

Read More »