„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ENKA-ს მიერ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება.
გოცირიძის აზრით, ყველა, ვინც ინვესტორის გაქცევას ხელი შეუწყო, უნებლიე მტერია.
„გიხაროდენ! ნამახვანჰესის ინვესტორი გაიქცა. ყველა, ვინც ამას შეუწყო ხელი, არის ან უნებლიე მტერი, ან ვარლამი!“, – წერს ის.
სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც კომპანია ENKA-ს ეკუთვნის, ნათქვამია, რომ კომპანია ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი ფორსმაჟორი და პირობების დარღვევაა.