Author Archives: energy

“დიდი ზომის კრიპტო ფერმები აუცილებლად უნდა დაიბეგროს”

მიუხედავად ფასების არასტაბულურობისა და ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკისა (მაგალითად, სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოაცხადა, ხოლო ირანმა და ჩინეთმა სრულიად აკრძალეს მისი, როგორც მოპოვება, ისე გამოყენება), 2009 წლიდან მოყოლებული, ბიტკოინის პოპულარობა – და ფასიც – მუდმივად იზრდება. მიმოცვლაში არსებული ჯამური ბიტკოინების საბაზრო ღირებულება $900 მილიარდ დოლარს აღემატება, რაც Facebook-ის ბაზრის კაპიტალიზაციაზე მეტია. ბიტკოინის ფასისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, ...

Read More »

ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: რუსულმა მხარემ მითხრა, რომ მათ ენერგიის იარაღად გამოყენება არ სურთ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარია. გერმანიის კანცლერის თქმით, აშშ-თან მიღწეული შეთანხმება არ ცხადყოფს იმას, რომ ბერლინისთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა და პოლონეთი. „მნიშვნელოვანია პროექტზე კომპრომისის გამონახვა. ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება, თუ ძირითადი ამოცანები სწორად განიასაზღვრება, ეს უკრაინისთვისაც კარგი იქნება“, – ...

Read More »
მასკი

მასკის განცხადებამ ბიტკოინის ფასი $32,000-მდე გაზარდა

ელონ მასკის, ჯეკ დორსისა და ქეისი ვუდის კომენტარების შემდეგ, ბიტკოინის ფასმა დაახლოებით $32,000-ს მიაღწია და ამ ნიშნულზე შეჩერება მოახერხა. ციფრული აქტივი 6,5%-იანი ზრდის შემდეგ, ხუთშაბათს, სინგაპურში, დილის 10:35 საათზე, $32 000-ად ივაჭრებოდა. სხვა კრიპტოვალუტების ფასი, მათ შორის Ether-ისა და Dogecoin-ის, ასვე გაიზარდა და ზრდის შენარჩუნებას ჯერჯერობით ახერხებენ. ზრდის ტენდენციას იზიარებს Bloomberg Galaxy Crypto Index-იც. უმსხვილესი კრიპტოვალუტის ზრდა სავარაუდოდ, უკავშირდება ელონ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 72 დოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 2,76 აშშ დოლარით (3,98%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული  Report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 72,08 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »

დმიტრო კულება: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ენერგეტიკული კავშირის დივერსიფიცირების პრინციპს არღვევს

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. „ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების 274-ე მუხლის თანახმად, უკრაინა ოფიციალურად იწყებს კონსულტაციებს ევროკომისიასა და გერმანიასთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ევროკავშირის ენერგეტიკული კავშირის დივერსიფიცირების პრინციპს არღვევს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ...

Read More »

ევროკავშირი ბიტკოინზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ევროკავშირის მიერ წარდგენილი ახალი კანონის თანახმად, კომპანიები, რომლებიც ტრანზაქციებისათვის ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტას იყენებენ, ვალდებულნი იქნებიან, რომ გამგზავნისა და მიმღების შესახებ ინფორმაცია შეაგროვონ. ახალი შეთავაზების თანახმად, კრიპტოგადარიცხვების მიკვლევა უფრო მარტივი გახდება. ევროკავშირის კომისრის განცხადებით, ეს ორგანიზაციას ფულის გათეთრების სქემებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ახალი კანონის თანახმად, ასევე აიკრძალება ანონიმური კრიპტოგადარიცხვის საფულეები. თუმცა ევროკავშირის შეთავაზებას კანონად ქცევამდე დაახლოებით ორი ...

Read More »

უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ისა და გერმანიის მიერ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ

უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ისა და გერმანიის მიერ რუსულ გაზსადენთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას აკრიტიკებენ. ერთობლივ განცხადებაში დიპლომატები ამტკიცებენ, რომ ბერლინისა და ვაშინგტონის გარიგება რუსეთს დესტრუქციული გავლენის მოსაპოვებლად ახალ შესაძლებლობას გაუჩენს. „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-მა შექმნა დამატებითი პოლიტიკური, სამხედრო და ენერგეტიკული საფრთხეები უკრაინისა და ცენტრალური ევროპისთვის“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრი კულებას და პოლონეთის მთავარ დიპლომატ ზბიგნევ რაუს ერთობლივ განცხადებაში. კიევსა და ვარშავაში მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და ...

Read More »

OPEC-ი ნავთობზე ფასების შემცირების მიზნით, წარმოებას ზრდის

ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფასებისა და ეკონომიკაზე ზეწოლის შემცირების მიზნით, წარმოებას გაზრდიან. BBC–ის ინფორმაციით, Opec–ი და ისეთი პარტნიორები, როგორიცაა რუსეთი, აგვისტოდან მიწოდებას გაზრდის, რადგან პანდემიის პერიოდში ნავთობის ფასები ორნახევარი წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა. გასულ წელს, Opec-მა და მისმა პარტნიორებმა შეამცირეს წარმოება რეკორდული 10 მილიონი ბარელით დღეში, პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირებისა და ფასების ვარდნის ფონზე. Brent- ის ნედლი ნავთობის ფასი წელს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,11 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,11  მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,69 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპოერტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 121 ათასი ბარელით  და შეადგინა  236.41 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1,35  მილიონი  ბარელით  და შეადგინა  141  მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და შეადგენს 11,4 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.

Read More »
ნარმანია

“ყველას ექნება ვალდებულება ბირჟაზე დარეგისტრირდეს, ივაჭროს, იწვალოს და ისწავლოს”

სემეკი ენერგეტიკული ბირჟას და მის მონაწილეებს სატესტო ვაჭრობას დაავალდებულებს. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, ვალდებულება სპეციალური დოკუმენტით განისაზღვრება და ის ჯარიმებსაც გაითვალისწინებს. „გარდამავალი პერიოდის დოკუმენტში ვწერთ ვალებულებას, რომ ბირჟა და მონაწილეები ვალდებულნი იქნებიან ამ წლის შემოდგომაზე, ვიდრე 1 იანვრიდან ბირჟის გახსნა მოხდება, სავალდებულო წესით ივაჭრონ. ყველას ექნება ვალდებულება დარეგისტრირდეს, სცადოს, ივაჭროს, იწვალოს და ისწავლოს. სხვა შემთხვევაში შესაძლოა მათი სანქცირება დადგეს ...

Read More »