აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 72 დოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 2,76 აშშ დოლარით (3,98%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული  Report იუწყება.

Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 72,08 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Leave a Reply