გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,11 მილიონი ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,69 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპოერტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები შემცირდა 121 ათასი ბარელით და შეადგინა 236.41 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,35 მილიონი ბარელით და შეადგინა 141 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა და შეადგენს 11,4 მლნ ბარელს/დღე-ღამეში.