Author Archives: energy

აშშ 20 მილიონ ბარელ ნავთობს სტრატეგიული რეზერვებიდან ყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის სტრატეგიული რეზერვიდან 20 მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდის. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საფიძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინს. ”აუქციონი ჩატარდება 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით “, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ -ს სტრატეგიული ნავთობის მარაგის მოცულობა დღეს არის დაახლოებით 624 მილიონი ბარელი.

Read More »

SOCAR შვეიცარიაში მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

კომპანიები Alpiq, EW Höfe და SOCAR Energy Switzerland ფროიენბახში 10 მგვტ სიმძლავრის ელექტროლიზის ქარხნის აშენებას  გეგმავენ. კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, ქარხანა ექსპლუატაციაში  2022 წლის ბოლოსთვის შევა და დასრულებისთანავე იგი წელიწადში დაახლოებით 1000-1200 ტონა მწვანე წყალბადს გამოიმუშავებს, რათა  ნულოვანი ემისიების გამოყოფა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ნარჩენების სითბო მიეწოდება ახლადშექმნილ რეგიონულ გამათბობელ ქსელს. ამ გზით, ქარხანა შექმნის ახალ სტანდარტებს საერთო ეფექტურობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შვეიცარიაში ...

Read More »

მექსიკის ყურეში, ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ყურეში მდებარე ერთ-ერთ ნავთობპლატფორმაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. ორ პირს ამ დრომდე ეძებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ხანძარი კომპანია „პემექსის“ პლატფორმაზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მექსიკის ნავთობწარმოება დაახლოებით მეოთხედით შემცირდა. ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბრიგადები პლატფორმაზე ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს ატარებდნენ. დაკარგული მუშების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ამჟამად პლატფორმაზე გაზისა და ნავთობის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია. კომპანია „პემექსში“ აცხადებენ, ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენგურჰესის გაუმჯობესებული წარმადობის გამო ელექტროენერგიის გენერაცია 23%-ით გაიზარდა

საქართველოში ივლისში ელექტროენერგიის წარმოება 23%-ით 1.240 მლრდ კვტ/სთ–მდე, ხოლო მოხმარება 21%-ით 1.160 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. გენერაციის ზრდა ძირითადად მხოლოდ ენგურჰესის რეაბილიტაციის შედეგად გაზრდილი წარმადობის ხარჯზე მოხერხდა. მოხმარება კი ყველაზე მეტად ოკუპირებულ აფხაზეთში გაიზარდა. ენგურჰესმა გასული წლის ივლისში 395 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, წელს კი 60%-ით მეტი – 633 მლნ კვტ/სთ. სხვა სადგურების გენერაცია ან უმნიშვნელოდ გაიზარდა, ან შემცირდა. ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, 2021 წლის 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.75 (+ 3.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.64 (+ 3.50)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლვოვის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნისა და ...

Read More »

აზერბაიჯანი კლიმატის ცვლილებისადმი მდგრად ენერგო სტრატეგიებს შეიმუშავებს

“მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში გამომუშავებული ენერგიის უმეტესი ნაწილი მიიღება ტრადიციული წიაღისეული საწვავიდან, მომავალში ჰიდროენერგეტიკა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგიის წარმოებაში” აღნიშნულ ინფორმაციას “მსოფლიო ბანკისა” და “აზიის განვითარების ბანკის” ერთობლივ ანგარიშში “კლიმატური რისკის მქონე ქვეყნების პროფილი” ვკითხულობთ. “აზერბაიჯანში, 2016 წელს, ჰიდროენერგეტიკის წარმოებამ მთლიანი წარმოების 8% შეადგინა, მაშინ როდესაც, 2010 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 18% იყო. მიუხედავად ნალექების მოცულობის არაზუსტი პროგნოზებისა, მყინვარების სწრაფი ...

Read More »

რუსეთთან “ბუშერის” ატომური ელექტროსადგურის დავალიანებას ირანი კვლავაც ვერ ფარავს

“ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის რუსეთისადმი ირანის ვალის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, განაცხადა ირანში რუსეთის ელჩმა ლევონ ძაგარიანმა. “სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა “ბუშერის” ბირთვული ელექტროსადგურისთვის ირანის დავალიანების საკითხის გადაწყვეტა” – ციტირებს მას “რია ნოვოსტი”. დიპლომატმა განმარტა, რომ თეირანის განცხადებით, ამერიკის სანქციების გამო, ირანის ხელისუფლებას არ აქვს წვდომა უცხოურ ბანკებში, პირველ რიგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში არსებული ანგარიშების თანხებზე. ამავე დროს, მან ...

Read More »

დანია CO2-ს ჩრდილოეთ ზღვაში “ცარიელ” საბადოებში შეინახავს

დანიურ პროექტს, რომელიც ჩაჭერილ CO2-ს ჩრდილოეთ ზღვის ნავთობისა და გაზის უკვე ათვისებულ საბადოებში შეინახავს, ჩაშვებამდე ერთი ნაბიჯიღა უკლია. პროექტმა, სახელწოდებით Greensand, დაინტერესებული მხარეეების დიდი მოწონება დაიმსახურა. კერძოდ, 29 კომპანია, კვლევითი ინსტიტუტი და უნივერსიტეტი შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ Greensand-ის საცდელი ტესტირების მომდევნო ეტაპს. პროეტმა ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირველმა ოთხმა მონაწილემ, მათ შორის Maersk Drilling-მა და INEOS Energy-მ, დაამტკიცა, რომ ...

Read More »

თურქეთში ელექტროენერგიის წარმოება ისტორიულ რეკორდს აღწევს

2021 წლის ივლისში, თურქეთში ელექტროენერგიის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს – 30,000 გიგავატ საათს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული Report ავრცელებს. სამინისტროს მონაცემების თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის 14,8% განახლებადი წყაროებზე მოდის. მსგავი მაჩვენებელიც ასევე პირველად დაფიქსირდა ქვეყანაში. კერძოდ, 3,034 გიგავატი გამოიმუშავა ქარმა, 1,555 გიგავატი – მზის ენერგიამ და 632 გიგავატი – ბიოენერგეტიკამ. ნინო სამადაშვილი

Read More »