Author Archives: energy

ზახაროვა: რუსეთი მზად არის გააგრძელოს ბუნებრივი აირის ტრანზიტი უკრაინის გავლით

რუსეთი მზად არის გააგრძელოს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გავლით, ეს არის კომერციული საკითხი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. “ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ გაზის ტრანზიტი უკრაინაში, თუმცა, აღნიშნული არის წმინდა კომერციული საკითხი და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ევროპული შესყიდვების მოცულობაზე მომავალში და ალტერნატიული მარშრუტების კონკურენტუნარიანობაზე” – აღნიშნა მან ბრიფინგზე. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 700 აშშ დოლარს აღემატება. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 700.2 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის, განაცხადა Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ...

Read More »

ნახშირორჟანგის მშთანმთქმელმა მსოფლიოში უდიდესმა ქარხანამ მუშაობა დაიწყო

ისლანდიაში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა ქარხანამ, რომელმაც ჰაერიდან ნახშირორჟანგი უნდა ამოიღოს და ქვებად გადააქციოს. ქარხანას Orca ჰქვია, რაც ისლანდიურად „ენერგიას“ ნიშნავს და შედგება ოთხი განყოფილებისგან; თითოეული მათგანი ლითონის ორი ყუთისგან არის აგებული და ვიზუალურად გემის კონტეინერებს ჰგავს. დანადგარი შვეიცარიულმა კომპანია Climeworks-მა და ისლანდიურმა Carbfix ააგეს. სრული დატვირთვით მუშაობისას, ქარხანა ჰაერიდან წელიწადში 4000 ტონა ნახშირორჟანგს (CO2) შთანთქავს. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებით, ...

Read More »
უკრაინა

უკრაინის რადამ კრიპტოვალუტის ლეგალიზებისა და რეგულაციის კანონი ერთხმად დაამტკიცა

უკრაინა მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინის ლეგალიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინის პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას აკანონებს და არეგულირებს. „კანონპროექტი 2020 წელს შეიმუშავეს და ახლა ის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მაგიდისკენ მიემართბა,“ – იუწყება CNBC. აქამდე, მოსახლეობას ვირტუალური ვალუტის შეძენისა და გადაცვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ კრიპტოვალუტის კომპანიები და ბირჟები სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დაკვირვების ობიექტები ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი უკმაყოფილოა საერთაშორისო ატომური სააგენტოს ანგარიშით

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი დასავლეთს აფრთხილებს თეირანის მიმართ საყვედურის გამოთქმის გამო. „ირანისგან კონსტრუქციული რეაგირების მოლოდინი აზრს მოკლებული იქნება საერთაშორისო ატომური სააგენტოს მხრიდან კონტრპროდუქტიული მიდგომის ფონზე. კონტრპროდუქციული ზომები მოლაპარაკების გზაზე ბუნებრივი დაბრკოლებაა“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას. საერთაშორისო ატომური სააგენტოს მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორ მთავარ საკითხთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. კერძოდ, ძველ, არადეკლარირებულ ობიექტებზე აღმოჩენილ ურანის ...

Read More »

თურნავა: ბოლო ერთ წელში მშენებლობის ეტაპზე 9 ჰესი გადავიდა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 9 ჰიდროელექტროსადგური (დადგმული სიმძლავრით 45.58 მგვტ. და წლიური გამომუშავებით 256.2 გვტ.სთ.) და აღნიშნულ პროექტებში 95 მლნ. აშშ. დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ენერგეტიკა დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. “გასული წელი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით – 45.88 მგვტ, წლიური გამომუშავებით – 219.77 გვტ.სთ, ინვესტიციით ...

Read More »

„გაზპრომის“ ინფორმაციით, გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი ავრცელებს. „გაზპრომის“ ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის საშუალებით 5.6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი. სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, „გაზპრომი“ გაზსადენის პირველი ხაზით ბუნებრივი აირის განთავსებას პირველი ოქტომბრიდან, ორივე ხაზით კი უკვე პირველი დეკემბრიდან გეგმავს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით რუსული ბუნებრივი გაზი გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით ...

Read More »

“მოხერხდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის 1 იანვარს ამოქმედება, დღესაც გაურკვეველია“ – გიორგი კაპანაძე

„თვეზე მეტია გასული საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟის მიერ 6 თვის ანგარიშის  გამოქვეყნებიდან და დღემდე ეს, სამწუხაროდ, ბირჟის მნიშვნელოვანი საჯარო აქტივობებიდან უკანასკნელია. საზოგადოებას კი არც ახლა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – მოხერხდება თუ არა დაანონსებულ ვადაში, ანუ 2022 წლის 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. ბირჟის ხელმძღვანელობა არც იმას თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებას ის დაგეგმილი სამუშაოები გააცნოს, რაც წესით და რიგით გაწერილი უნდა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.45 (- 1.15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.14 (- 1.16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნათია თურნავამ ენერგოსექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკოსის დღე მიულოცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. „ვულოცავ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს. ჩემი პირადი გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რამდენად დიდია თითოეული თქვენთაგანის ღვაწლი ჩვენი სამშობლოს განვითარების საქმეში. მათ წარმატებულ საქმიანობაზე დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოსა და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია ...

Read More »