უკრაინა მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი კრიპტოვალუტა ბიტკოინის ლეგალიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას აკანონებს და არეგულირებს.
„კანონპროექტი 2020 წელს შეიმუშავეს და ახლა ის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მაგიდისკენ მიემართბა,“ – იუწყება CNBC.
აქამდე, მოსახლეობას ვირტუალური ვალუტის შეძენისა და გადაცვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ კრიპტოვალუტის კომპანიები და ბირჟები სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დაკვირვების ობიექტები იყვნენ. ახალი კანონმდებლობა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის მფლობელების თაღლითობისგან დაცვას ითვალისწინებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში ინვესტორებისათვის კრიპტოვალუტის ბაზარი 2022 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.