Author Archives: energy

გიორგი ლაკირბაია: შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას

შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით 8% გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ,,თითქმის უკვე ერთი წელია, რაც შუახევი ჰესი ოპერირებს წარმატებით და ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევების გარეშე. მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას, რითაც ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდის პროცესში.’’ – განაცხადა კომპანია ,,აჭარისწყალი ...

Read More »

გერმანიაში მილიონობით მზის პანელი გაიყინა, რის გამოც მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩა

გერმანიაში გასულ კვირას დიდთოვლობის გამო მზის პანელები გაიყინა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა. ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების თვალსაზრისით ლიდერად მიიჩნევა. თემას ავსტრალიელი ტელეწამყვანმა როუან დინი გამოეხმაურა. „მილიონობით მზის პანელი თოვლით არის დაფარული, 30 ათასი ქარის ტურბინა კი არ მუშაობას, რადგან ქარი არ არის. გაყინული გერმანელები კანკალებენ და სასოწარკვეთილად ნატრობენ ნახშირის ენერგიას, რათა საკუთარი სახლები გაათბონ“, – ამბობს ...

Read More »

საქართველოში საწვავი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება – რა არის მიზეზი?

იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო ორ კვირაში ფასი კიდევ 10-12 თეთრით მოიმატებს. მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის დაწყებით და ამის შესახებ ქვეყნების მთავრობების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნით, რამაც საწვავზე მოთხოვნა გაზარდა. შედეგად, თვენახევარში “პლაცზე” დიზელი 90 დოლარით გაძვირდა. ტონა საწვავი 510 ...

Read More »
ნაკადი

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნას სანქციები და  Nord Stream 2-ის მშენებლობა შეუფერხებლად დასრულდეს. Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ანგელა მერკელი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ევროპის ენერგორესურსებით რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რაც ამერიკის ერთ-ერთ მიზანს პასუხობს.  ამავე წყაროს ცნობით, გერმანია სარეგულაციო მექანიზმების შემოღებით შეეცდება, ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთს მანიპულირების სივრცე არ დაუტოვოს. ამავდროულად, გერმანია მხარს დაუჭერს ამერიკიდან გაზის იმპორტს LNG ...

Read More »
აფბა: ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგია სწორად დასმული აქცენტებით არის წარმოდგენილი

ანდრია გვიდიანი: “ელექტროენერგიის საგანგაშოდ მზარდ დეფიციტს “ნამახვანჰესის” მსგავსი სადგურები უნდა დავუპირისპიროთ”

თანამდროვე მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ბუნებრივი რესურსების ათვისებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას დიდი პერსპექტივა აქვს. მიუხედავად ამისა, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების პერსპექტივებზე ეკონომისტ ანდრია გვიდიანს ვესაუბრეთ. – “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებული პროცესები ბოლო პერიოდის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად იქცა. ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან ისმის მოსაზრება, რომ ახალი სადგურების, განსაკუთრებით „ნამახვანის“ მსგავსი ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

2021 წელს ნავთობის ფასი 45-60 დოლარის დიაპაზონში იქნება

ნავთობის საშუალო ფასები 2021 წელს იქნება 45-60 დოლარის ფარგლებში ბარელზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. მან აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არასტაბილურობა იყო. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი დაბალანსებულია, ხოლო ფასები შეესაბამება ბაზარზე არსებულ ვითარებას, –  თქვა მან. ნოვაკმა აღნიშნა, რომ ბაზარი აღდგა, მაგრამ ნაწილობრივ. ”ბაზრის ყველაზე ძლიერი ვარდნიდან, რომელიც მოხდა აპრილ-მაისის პერიოდში, 2020 წლის ბოლომდე ბაზარი ნაწილობრივ აღდსგა. თუ ნავთობზე ვისაუბრებთ, ...

Read More »

კომპანია „ენკა“ – დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ წარდგენილი პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა

კომპანია „ენკა“ (ENKA) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მიმართავს. მათი განცხადება ეხება კომიტეტზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით პეტიციის წარდგენას. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ წარდგენილი პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა: „გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პეტიციის წარდგენას. მიგვაჩნია, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, რადგანაც ისინი ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე: ჰიდროენერგიის განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა თანაზომადი სიბეცეა

“ჰიდროენერგიის გამოუყენებლობა ისეთივე სიბეცეა, როგორც განახლებადი ენერგიის გამოუყენებლობა. მაგრამ ამავდროულად ვარ წინააღმდეგი ამ ტიპის დიდი ჰესების ასე ნაჩქარევად აშენების, სადაც ისედაც ბევრი კითხვის ნიშნებია,როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ისე სეისმოლოგიური თუ ეკოლოგიური დასაბუთების თვალსაზრისით,” –  ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.  მისი მტკიცებით, ჰესები უნდა აშენდეს საზოგადოების გაცილებით მაღალი ჩართულობით და კონსენსუსის საფუძველზე.  ექსპერტი მთავარ პრობლემას გრძელვადიანი სტრატეგიის არქონაში ხედავს და განმარტავს, რომ აუცილებელია ისეთი სტრატეგიის ...

Read More »

ბიტკოინმა ახალი ისტორიული მაქსიმუმი გადალახა – კრიპტოვალუტის ფასმა 50 ათას დოლარს გადააბიჯა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის – ბიტკოინის ფასმა თბილისის დროით 16:32 საათზე, პირველად არსებობის განმავლობაში გადალხა 50 000-დოლარიანი ნიშნული. ამის შესახებ მოწმობს ბირჟა coindesk-ის მონაცემები. იმ მომენტისთვის ერთი კრიპტოვალუტის ფასმა 50,645 დოლარი შეადგინა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. შედეგად კი ბიტკოინმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. უკვე 16:46 საათისთვის კი მან ზრდა შეანელა. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა 40 000-დოლარიანი ნიშული მიმდინარე წელს, 8 ...

Read More »

რიონზე ჰესების მოწინააღმდეგეთა პეტიციას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი საქართველოს მთავრობას გადაუგზავნის პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები რაჭაში ჰესების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. სხდომა, რომელსაც რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილე აქტივისტებიც ესწრებოდნენ, პარლამენტში 16 თებერვალს გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ პეტიციას მიზანშეუწონლად არ მიიჩნევენ, თუმცა კომიტეტს შესაძლებლობა არ აქვს, ის განსახილველად დაიტოვოს. “იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის კომიტეტს არ აქვს ადამიანური რესურსი იმისა, რომ ასეთ სიღრმეებში ...

Read More »