Author Archives: energy

გერმანიაში, შესაძლოა, საწვავზე მომუშავე ავტომობილები აიკრძალოს

საქართველოში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული

მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება. კომპანია Helios Energy Georgia-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული. შედარებისთვის 2020 წლის დეკემბერში რაოდენობა დაახლოებით 2 485-ს შეადგენდა. ელექტრომობილების რაოდენობის საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის მოლოდინი აქვს საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს. მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში კომპანია აღნიშნავდა იმ 4 ძირითად ბარიერზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას, მათ შორის იყო მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 33,1 ათას დოლარამდე დაეცა

მიმდინარე სავაჭრო სესიისას ბიტკოინის ფასი მაღალი ტემპით კლებას განაგრძობს. Coindesk-ის მონაცემებით თბილისის დროით 17:17 საათზე მისი ფასი 33,101 დოლარი იყო, რაც 25,46%-იანი გაუფასურებაა. თუმცა 17:35 საათისთვის ის 35,103 დოლარი გახდა (-20,83%). ბიტკოინი – ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული სისტემის ციფრული ვალუტა, რომლის „მოპოვება“ შეუძლია სისტემის მონაწილე ნებისმიერ ადამიანს. ამისთვის საჭიროა ახალი ბლოკ-სისტემების შექმნა. კონცეფცია თავდაპირველად 2008 წელს გამოქვეყნდა და ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

საქართველოში მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ივნისში ამოქმედდება

საქართველოს მზის ყველაზე დიდი ელექტროსადგური ივნისში ექნება. კომპანია „ჰელიოს ენერჯი“ 440 კვტ სიმძლავრის სადგურს პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების საწარმოს „ალფა-პეტის“ სახურავზე განათავსებს. პროექტს მასშტაბურობის გარდა მასში გამოყენებული ახალი თაობის მზის პანელებიც გამოარჩევს, რომელთა სიმძლავრეც თითქმის 500 მგვტ-ს აღწევს. დღევანდელი ტარიფების პირობებში უკუგების პრიოდი 4-დან 5.5 წლამდეა ნავარაუდევი, სწორედ ამ ვადის შემდეგ საწარმოს ენერგომოხმარება, შეიძლება ითქვას, რომ გაუნულდება. “ჰელიოს ენერჯიში” აცხადებენ, რომ ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

2021 წლის პირველ 4 თვეში საქართველომ უფრო მეტი ელექტროენერგია იყიდა, ვიდრე 2020 წელს მთლიანად

ელექტროენერგიის იმპორტმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.697 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118%-ით, მთელი 2020 წლის ჯამურ მაჩვენებელს კი 5.4%-ით აღემატება. ამ მოცულობის ელექტროენერგია საქართველოს არცერთ  ცალკე აღებულ წელს არ უყიდა. იმპორტის მკვეთრი მატება ერთის მხრივ ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ 3 თვით გაჩერებამ და მეორეს მხრივ აფხაზეთში გაზრდილმა კრიპტომაინინგმა განაპირობა. 20 იანვარს ენგურჰესი სარეაბილიტაციოდ გაჩერდა. გაჩერების დრო სპეციალურად მცირე ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების დარგში სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელ ნაციონალურ კომისიას რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. მარეგულირებელი ორგანოსადმი გაგზავნილ წერილში მინისტრი ენერგეტიკული თანამეგობრობის არაწევრი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეუზღუდაობის უკრაინის სტრატეგიულ მიზნებთან და უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ელექტროენერგიის იმპორტი აუარესებს მწარმოებელთა ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გავლენას ახდენს ...

Read More »

ჩინეთის ბანკის განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი ისევ დაეცა

ბიტკოინისა და სხვა ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი დაეცა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ვირტუალური ვალუტები გადახდის საშუალებად იქნას გამოყენებული. „ვირტუალური ვალუტის გამოყენება არ და ვერ შეიძლება ბაზარზე, რადგან ისინი არ არიან რეალური ვალუტები. ფინანსურ დაწესებულებებს არ აქვთ უფლება ვირტუალურ ვალუტაში შეაფასონ პროდუქტების ან მომსახურების ფასი“,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში. 18 მაისს, თებერვლის დასაწყისის შემდეგ, ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

„მსოფლიო ბანკი“ მიუთითებს, რომ  საქართველოს მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება შეუძლია. „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ აფასებს სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის და სანაპირო ზოლის დაბინძურებასთან და დეგრადაციასთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაკარგებს. 2018 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 4,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგმა 560 მლნ. აშშ დოლარი – ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 3% შეადგინა. სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის დეგრადაციით გამოწვეული ხარჯები, რაც ...

Read More »

ბიტკოინმწარმოებელი კომპანიების მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა იანვარ-აპრილში 70,73%-ით გაიზარდა

ესკო 2021 წლის აპრილის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ○ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 1 085,064 მლნ კვტსთ შეადგინა. ○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად მოდის 825,464 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 76,08%. ○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან ...

Read More »

SOCAR უკრაინას რუსულ ნავთობპროდუქტებს მიაწოდებს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR განახორციელებს როსნეფტის ნავთობპროდუქტების ექსპორტს უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებში. გამომცემლობა  Angi-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლის იბრაჰიმ აჰმადოვის განცხადებით, ამ გზით SOCAR–ს სურს გააძლიეროს თავისი პოზიციები ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ვაჭრობაში. ხელშეკრულება, რომელიც როსნეფტთან გაფორმდა, ითვალისწინებს აზერბაიჯანული კომპანიის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობპროდუქტების მიწოდების უფლებას. მანამდე პრესამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, ...

Read More »

,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, სხვა ქვენყნებში წლები მუშაობდენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად”

ენერგეტიკის რეფორმა გააადვილებს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობას, როცა გაჩნდება კონკურენცია, საბოლოოდ, ამან ფასებიც უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ორგანიზაციის – „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, მურმან მარგველაშვილმა ენერგეტიკის რეფორმის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკული ბირჟაც და ენერგეტიკის რეფორმაც პროცესია, რომელსაც დაკვირვება და სიფრთხილით მოქმედება სჭირდება. ,,მეშინოდა, რომ შეიძლება აჩქარებულად მიდიან, თუ სიფრთხილით წავლენ, კარგი იქნება, სხვა ქვენყნებში წლები მუშაბოენ სატესტო რეჟიმში შეცდომის გამოსარიცხად. ...

Read More »