Author Archives: energy

„რიონის ხეობის მცველები“ მედიაციას ეთიშებიან

ნამახვანჰესის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“ ეთიშება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს. „რიონის ხეობის მცველებმა“ ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს. მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტი გაგრძელდება. მედიაციის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროცესში მონაწილეობას აგრძელებს.

Read More »

კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა

გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიამ კლიმატის ცვლილების ტემპი არ შეანელა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა შენელებამ და ლოკდაუნმა CO2-ის ემისიების მხოლოდ დროებითი შემცირება გამოიწვია. „ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ლოკდაუნი დადებით გავლენას მოახდენდა ატმოსფეროზე, თუმცა ეს ასე არ არის“, – განაცხადა WMO-ს გენერალურმა მდივანმა, პეტერი ტაალასმა. „ეს კრიტიკული წელია კლიმატთან დაკავშირებული მოქმედებისთვის“, – აღნიშნა ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

IAEA 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის მოხმარების ზრდას ელოდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო IAEA ვარაუდობს, რომ ბირთვული ენერგიის გამოყენება 2050 წლისთვის. გაორმაგდება. ამის შესახებ Prime წერს. ორგანიზაციის თანახმად, ასეთი დასკვნები მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების შესამჩნევი ზრდის იდეას ემყარება, რასაც ბირთვული ენერგიის ზრდა მოჰყვება. “IAEA- ს ახალი პროგნოზები აჩვენებს, რომ ბირთვული ენერგია დაბალი ნახშირბადის ენერგიის წარმოებაში ისევ განუყოფელ როლს თამაშობს”, – განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. IAEA ვარაუდობს, ...

Read More »

გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა 4%-ით მოიმატა

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 797 აშშ დოლარს მიაღწია. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. შესაბამისად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 797 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.

Read More »

Tesla-ას თანადამფუძნებელი EV-ბატარეის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

Redwood Materials-ი ბატარეების გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს თანადამფუძნებლისა და JB Straubel-ის ყოფილი ტექნიკური ხელმძღვანელის, ჯეფრი სტრობელის მიერ შეიქმნა. Redwood Materials-ი გამოყენებული ლითიუმ-იონური უჯრედებისა და ელექტრონიკის ღირებული მასალის აღდგენას და ინვესტიციის სახით, ამერიკაში ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო მასალის შემქმნელ ქარხანაში $1 მილიარდზე მეტის ჩადებას გეგმავს. აშშ-ის შტატ ნევადაში დაფუძნებული კომპანია Redwood Materials-ი, რომელმაც ივლისში ლითიუმის კობალტის, ნიკელისა და სხვა მეტალების აღსადგენად $700 ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი სწრაფად იზრდება

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 2,93 აშშ დოლარით (3,95%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 77,19 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 ...

Read More »

„გაზპრომი“ ევროპაზე ზეწოლას აძლიერებს

რუსეთის „ეროვნულმა მონაპოვარმა“ „გაზპრომმა“ გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მშენებლობის დასრულების თაობაზე განაცხადა. ეს პროექტი 8 მლრდ ფუნტი დაჯდა, მრავალი დებატები გამოწვია და კრიტიკოსების აზრით, ის რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის. თუმცა, მილსადენის კომერციული გამოყენება შეუძლებელი იქნება, სანამ გერმანული და ევროპული მარეგულირებელი ორგანოები ამის უფლებას არ მისცემენ. პროცედურები კი შესაძლოა გაზაფხულამდე გაიწელოს. რუსეთმა, რომელსაც ახალი გაზსადენის ამუშავება თავისი პირობებით სურს, გაზის მიწოდება ევროპაში შეამცირა, პარალელურად ...

Read More »

ლუკოილი “OPEC +”-ის შეთანხმების დასრულების დროისთვის ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავს

ხელსაყრელი გარემოს შემთხვევაში ლუკოილი გეგმავს “OPEC +”-ის ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების დასრულების  მომენტისათვის დაუბრუნდეს წარმოების იმ დონეს, რომელიც არსებობდა შემცირებამდე, ნავთობკომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის აზატ შამსუაროვის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ”ჩვენ “OPEC +”-ის შეთანხმების ფორმალური დასრულებისთვის, 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის, ვარაუდობთ, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდეთ წარმოების შეთანხმებამდე არსებულ დონეს, რუსეთისთვის ეს არის დაახლოებით 220 ათასი ტონა/დღეში,” – აღნიშნა მან. ”ჩვენ ...

Read More »
თბილისის მოსახლეობას დენის ტარიფი გაეზარდა

იტალიაში ელექტროენერგია 40%-ით ძვირდება

იტალიის მოსახლეობა ისევე, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მალე ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურს გადაიხდიან, რადგან ოქტომბერში ფასების მორიგ მატებას ელოდებიან. ინფორმაციას The Local ავრცელებს. „წინა კვარტალში ელექტროენერგიის ფასი 20%-ით გაიზარდა, შემდეგ კვარტალში კი 40%-ით. ეს იმიტომ ხდება, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაზის, შესაბამისად, CO2-ის ფასი მატულობს“,- აცხადებს ეკოლოგიური რეფორმების მინისტრი, რობერტო ჩინგოლანი. მინისტრის განცხადება ენერგეტიკის სექტორის ანალიტიკოსების ანალოგიურ პროგნოზებს მოჰყვა. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ფასი ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.67 (+ 0.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.61 (0.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »