გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა 4%-ით მოიმატა

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 797 აშშ დოლარს მიაღწია. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები.

შესაბამისად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 797 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.

Leave a Reply