Author Archives: energy

ლევან ვეფხვაძე გარემოსდაცვით ვალდებულებებზე: ასივე კომპანიის დაჯარიმება მოუწევთ

კერძო სექტორი 2021 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედებულ ახალ გარემოსდაცვით რეგულაციებს ვერ ასრულებს. განმარტავენ, რომ ამის მიზეზი კანონის ტექნიკური რეგლამენტის დაგვიანებით გამოქვეყნებაა. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს, იმის გამო, რომ ტექნიკური რეგლამენტი 1-ელი იანვრის მაგივრად აპრილში გამოქვეყნდა, საწარმოებმა მოწყობილობების დამონტაჟება ვერ მოასწრეს. „დეტექტორების დამზადებასა და ტრანსპორიტებას სჭირდება სულ მცირე 3 თვე. არაფერს ვლაპარაკობ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც უნდა ...

Read More »

ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ რენო საფრანგეთში 2,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს

ხუთშაბათს ფრანგულმა ავტომწარმოებელმა „რენომ“ განაცხადა, რომ ის 2000–მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. შემცირება ძირითადად შეეხება ინჟინრებსა და მსგავს პოზიციებზე დასაქმებულებს. Renault ელექტრომანქანების ინდუსტრიაში გადასვლას გეგმავს, შესაბამისად, მას სხვადასხვა პოზიციაზე ახალი თანამშრომლების დაქირავება მოუწევს. ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უახლესი გეგმების შესახებ უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან მოლაპარაკება. აღსანიშნავია, რომ Renault–ში ფართო რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქვეყანაში 4600 სამუშაო ადგილის შემცირება არის დაგეგმილი. ...

Read More »

ჯო ბაიდენი მსოფლიოს ლიდერებს საწარმოების მიერ მეთანის გამოყოფის შემცირებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვირტუალური სამიტის დროს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს 2030 წლისთვის საწარმოებში მეთანის გამოყოფის ამ დროისთვის არსებული ნიშნულის 30 პროცენტით შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს გლობალური დათბობის ტემპს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას. მეთანი სითბური აირია, რომლის გამოყოფა, მეცნიერების აზრით, კიდევ უფრო აჩქარებს გლობალური დათბობის ტემპებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კლიმატური კრიზისის ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

ევროკავშირში გაზის ფასის ზრდაში რუსული Gazprom-ის როლის გამოძიებას ითხოვენ

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიას მოუწოდებენ, გამოიძიოს Gazprom-ის როლი ბუნებრივი გაზის ფასების ზრდაში. “მოვუწოდებთ ევროკომისიას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება Gazprom-ის მიერ ბაზრის განზრახ მანიპულირებისა და ევროკავშირის კონკურენციის წესების პოტენციური დარღვევის გამო”,- ნათქვამია კანონმდებლების წერილში. ევროპაში მიწოდების შეფერხებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, შეამცირა კონტინენტის ზოგიერთი ინდუსტრიული გიგანტის მოგება და საფრთხე შეუქმნა რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გაზის ფასი წელს სამჯერ გაიზარდა და შესაძლოა “უახლოეს ...

Read More »

კინოთეატრების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი კრიპტოვალუტას მიიღებს

კინოთეატრების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი AMC Entertainment-ი გადახდისას რამდენიმე სახის კრიპტოვალუტის მიღებას დაიწყებს. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის ხელმძღვანელი ადამ არონი წერს. „კრიპტოვალუტის ენთუზიასტებო, თქვენ ალბათ იცით, რომ 2021 წლის ბოლოსთვის AMC-ის კინოთეატრები ბიტკოინებს მიიღებენ. დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე შეეხება Ethereum-ს, Litecoin-სა და Bitcoin Cash-ს“- წერს ადამ არონი.

Read More »

ინდოეთი ელექტრო და წყალბადის ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის 3,5 მლრდ დოლარს ჩადებს

ინდოეთის ხელისუფლება აპირებს უახლოეს მომავალში 257 მილიარდი რუპია (3,5 მილიარდი დოლარი) გამოყოს ელექტრო და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოების სტიმულირებისთვის. როგორც გაზეთი The Economic Times-ი წერს, ეს გადაწყვეტილება „პარიზის კლიმატის შეთანხმების“ შესაბამისად, სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს. მსგავსი ინიციატივა ინდოეთს საშუალებას მისცემს დააჩქაროს გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებებზე, ისეთებზე როგორიცაა ელექტრომობილები და წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილები. როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას ...

Read More »

ყულევის ტერმინაყულევის ტერმინალიდან ბიტუმის გადატვირთვა დაიწყოლიდან ბიტუმის გადატვირთვა დაიწყო

ყულევის ტერმინალიდან ბიტუმის გადატვირთვა დაიწყო. აზერბაიჯანულმა SOCAR-მა შავის ზღვის ნავთობტერმინალიდან ბიტუმით დატვირთული პირველი ტანკერის გამგზავრებაზე განაცხადა. შედეგად, ტერმინალი პირველია რეგიონში რომელსაც ტანკერით ბიტუმის მიღება/ გადატვირთვა შეუძლია. ამ პროექტისთვის ტერმინალში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდა. მოეწყო ბიტუმის პროდუქციისთვის ავზები და გათბობის სისტემები.

Read More »

სალვადორში ბიტკოინის მაინინგისთვის ვულკანურ გეოთერმულ ენერგიას გამოიყენებენ

მას შემდეგ, რაც სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ თქვა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. ბუკელეს თქმით, პროექტზე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია LaGeoSV იმუშავებს, ბიტკოინის მაინინგცენტრის მშენებლობა კი გეოთერმული სადგურის ახლოს იგეგმება. სალვადორში 30-მდე ვულკანია, ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, მედიაციის პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ლოგიკური შედეგით. როგორც დავით თვალაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის არ უნდა შეწყდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მონაწილე რომელიმე მხარეს პროცესი არ მოსწონს ან მის დღის წესრიგს არ შეესაბამება. „ჩვენ კვლავაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ...

Read More »

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 120%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 11%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ივლისში მოხმარებამ 7.83 მლრდ კილოვატ საათს გადააჭარბა. მათ შორის, პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი საწარმოების მოხმარებამ 1.84 მლრდ კილოვატ საათი შეადგინა. პარალელურად, იზრდება ელექტროენერგიის იმპორტიც. შვიდ თვეში ქვეყანაში 1.7 მლრდ კილოვატ საათი ელექტროენერგია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 120%-ით მეტია. ენერგეტიკოსები გაზრდილ ენერგომოხმარებას გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობის გარდა ოკუპირებულ აფხაზეთში ...

Read More »