Author Archives: energy

ნათია თურნავა: მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა ნელ-ნელა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რომელსაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს. „მიუღებელია ჩვენთვის ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა, ან გადაყენება, ეს არის პრემიერ- მინისტრის ...

Read More »
დავით მირცხულავა: კომერციული გაზის ნაწილში “გაზპრომი” კონკურენციას შექმნის

„მსოფლიოს ისტორიას ბეტონის გრავიტაციული კაშხალის ჩამონგრევა არ ახსოვს“

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა“კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ ნამახვან ჰესის მნიშვნელობაზე და ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობაზე ისაუბრა. „ჰესების სამშენებლო რისკებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუდმივად ვრცელდებოდა აპოკალიფსური პროგნოზები, იმის შესახებ, რომ თითქოს 34 მეტრიანი ტალღა წარმოიქმნება და მთელ იმერეთს, სამეგრელოს და ქუთაისს დატბორავს, ამ საკითხზე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობა დაშინებულია. მინდა გითხრათ, რომ საუბარია ნამახვანის 100 მეტრიან კაშხალზე, მსგავსი ტიპის კაშხლები 1963 წლის მერე არსად დანგრეულა, რაც ...

Read More »

მსოფლიოში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს

კომპანია Vår Energi-მ ნორვეგიაში, ბარენცის ზღვის შელფში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ Eni წერს. წინასწარი მონაცემებით, მარაგების მოცულობა 65-დან 100 მილიონამდე ბარელია. Vår Energi-ს 25 საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვების 140-ზე მეტი ლიცენზია აქვს. ამ დროისთვის კომპანია დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.

Read More »

რას გულისხმობდა ეკონომიკის მართვის რუსული მოდელი – კითხვები, რომლებსაც გიორგი ქობულია არ პასუხობს

რამდენიმე დღის წინ “აიპრესმა” საქართველოში რუსული ენერგეტიკული ლობის შესახებ  ჟურნალისტური მოკვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. მოკვლევაში ვრცელი ნაწილი ეთმობა ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას დამოკიდებულებას საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით. კერძოდ, ქობულიას საჯარო განცხადებებიდან  გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ ელექტროენერგიაზე ფასები მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ. ამასთან, წლების წინ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრობამდე პერიოდში, როდესაც იგი ავტორიტეტული საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის რუსეთის ...

Read More »

WEG: “ჰესების რეაბილიტაცია გენერაციის ალტერნატივად ვერ გამოდგება”

ჰესების გარშემო მიმდინარე დისკუსიაში ახალი სადგურების ერთერთ ალტერნატივად ხშირად არსებული ჰესების რეაბილიტაცია განიხილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს საკუთარ facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “აქცენტი კეთდება ჰესების არაეფექტური მუშაობის გამოსწორებით მნიშვნელოვანი რაოდენობის ენერგიის მიღების შესაძლებლობაზე. ამ შესაძლებლობის შეფასებისთვის, ქვემოთ მოგვყავს საქართველოში მოქმედი საშუალო და დიდი ჰესების საპროექტო და ფაქტიური გამომუშავების მონაცემები. მონაცემებიდან ჩანს, რომ საშუალო ნალექიან წლებში, ...

Read More »

თებერვალში ელექტროენერგიის 61% იმპორტით შეივსო

თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობამ 35.5 მლნ ლარი შეადგინა. ესკოს მონაცემებით, თებერვალში ესკო-ს მეშვეობით შესყიდული (გაყიდული) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა 227 159 981,3 კვტ.სთ იყო, რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 21%-ია. საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 1 კვტ.სთ-ზე 15,637 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი – 12.304 თეთრი. საბალანსო ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შედგება იმპორტირებული ელექტროენერგიისაგან. საბალანსო ელექტროენერგიის მთლიან ...

Read More »

როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ, თანაც საკმაოდ ძვირად და რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას? იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის ...

Read More »

აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ირანისთვის სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირანის მიმართ პირველი სანქციები ჯერ კიდევ 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის განკარგულებით დაწესდა. გადაწყვეტილება სანავთობო ტრანზაქციების შეზღუდვას და ირანის რეჟიმის შესუსტებას ისახავდა მიზნად. 1995 წლის დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის წინაშე, ირანიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებას ემსახურება.  “ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული ...

Read More »

„არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც მინისტრები პასუხობდნენ კითხვებს“

ეკონიმიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეის“ ეთერში განმარტება გააკეთა, თუ რატომ დატოვეს მინისტრებმა ქუთაისში ნამახვანჰესზე გამართული შეხვედრა განცხადებებისა და მედიასთან გაკეთებული კომენტარის შემდეგ. თურნავას განცხადებით, მინისტრები ქუთაისში ჩავიდნენ კონკრეტული შეთავაზებებითა და ჩაიყვანეს სპეციალისტები, რომლებსაც შეეძლოთ დაინტერესებული მხარეებისთვის, აქტივისტების კითხვებზე პასუხი გაეცათ. ნათია თურნავას განცხადებით, მას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, რომ უფრო მეტი ხნით ის არ დარჩებოდა შეხვედრაზე. „ის ...

Read More »

სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს შეხვდნენ, მოისმინეს მათი შეფასება კომუნალური კომპანიების მიერ გაწეულ მომსახურებებზე. სემეკში ყოველკვირეულად ტარდება საჯარო სხდომები, სადაც სხვა საკითხებთან ერთად კომისია განიხილავს მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. სადავო საკითხები, ძირითადად, ...

Read More »