Author Archives: admin

პუტინი ნავთობმოპოვების შემცირებით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის ზღვრული ფასების საპასუხოდ ნავთობმოპოვების შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ პუტინმა ბიშკეკში ვიზიტის დროს განაცხადა, რასაც „ტასი“ ავრცელებს. „საჭირო შემთხვევაში წარმოების შემცირების შესაძლებლობას განვიხილავთ. ჩვენ OPEC+-თან წარმოების ოდენოაზე შეთანხმება გვაქვს და ვიფიქრებთ, თუ რა შევცვალოთ,“ – აცხადებს პუტინი. ის ხაზგასმით აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და რუსეთი ამჟამად რეაგირების ვარიანტებს განიხილავს, ხოლო შესაბამისი ბრძანებულება, პუტინის თქმით, ...

Read More »

ესტონეთმა უკრაინას გენერატორები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ, ესტონეთში უკრაინის ელჩმა, მარიანა ბეცამ Twitter-ზე დაწერა. “ესტონეთიდან უკრაინაში კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ელექტრომოწყობილობი გაიგზავნა, კერძოდ, ჟიტომირში, ხარკოვში, ბუჩასა და პოლტავში. მადლობას ვუხდით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დასახმარების გაგზავნისთვის”, – წერს ის.

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.4%-ით გაიზარდა – აფხაზეთის რეგიონის ხარჯმა ქვეყნის ჯამური მოხმარების 21.1% შეადგინა

ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 11.8 ტვტ.სთ შეადგინა 2022 წლის 10 თვეში. ზრდა განსაკუთრებით მაღალი იყო იანვარი-მაისის პერიოდში (+11.8% წ/წ), ხოლო შედარებით გრილი ზაფხულიდან გამომდინარე მოხმარების ზრდა შენელდა ივნისი-ოქტომბრის პერიოდში და წლიურად 0.3% შეადგინა. ამის შესახებ საუბარია „გალტ ენდ თაგარტის“ ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში. ზოგადად, წლის განმავლობაში მოხმარების ზრდა მეტწილად იურიდიულ პირებზე მოდიოდა. აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.9%-ით გაიზარდა ...

Read More »

ევროკავშირის 12 სახელმწიფო გაზის ფასის ლიმიტის შემცირებას ითხოვს

ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოს ჯგუფმა მოითხოვა გაზის ფასზე ლიმიტის მნიშვნელოვანი შემცირება, რათა შერბილდეს ენერგეტიკული კრიზისის გავლენა ევროპელ მომხმარებლებსა და ბიზნესებზე. ამის შესახებ 10 დეკემბერს, Bloomberg-მა და Reuters-მა დაწერეს. სააგენტოების ცნობით, ამ ქვეყნებში შედის ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ხორვატია. მათ შესაბამისი წინადადება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე წამოაყენეს, რომლებიც ამ ...

Read More »

აზერბაიჯანმა უკრაინას 45 ტრანსფორმატორი და 50 გენერატორი გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, მათ შორის 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს განაცხადა. ტვირთი ოთხი სატვირთო მანქანით გაიგზავნა. დახმარების ჯამური წონა 52.2 ტონაა, ღირებულება კი 800 000 დოლარზე მეტია, ენერგეტიკული ტექნიკა Azerenergy-მ უზრუნველყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარების ჯამური მოცულობა დაახლოებით 17.5 მილიონი დოლარია. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ...

Read More »

ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანა 2.3 მილიარდი ევროთი დაფინანსდება

ტვიტერზე გამოქვეყნდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ინფორმაცია ევროკომისიის მიერ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის ახალი 17-მილიარდევროიანი პაკეტით დაფინასების შესახებ. ამ პაკეტში სხვა ბენეფიტებთან ერთად განსაზღვრულია 2.3 მილიარდი ევროთი შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის წყალქვეშა კაბელის გაყვანის დაფინანსება, რაც საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს(სომხეთი, აზერბაიჯანი) მისცემს მაღალი სიჩქარის ინტერნეტზე წვდომისა და საქართველოდან(სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) აქ გამომუშავებული ე.წ. მწვანე ენერგიის ექსპორტის საშუალებას ევროკავშირის ქვეყნებში!!

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, რომანოზ ხომლელის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,26 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 78,07 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

2022 წლის სექტემბერი რიგით მეხუთე ყველაზე თბილი სექტემბერი იყო დედამიწის ისტორიაში

დედამიწის დათბობის ტენდენცია გასულ თვეშიც გაგრძელდა, 2022 წლის სექტემბრის საშუალო ტემპერატურა გაუტოლდა 2021 წლის სექტემბრის საშუალო ტემპერატურას და 143 წლის განმავლობაში მეხუთე ყველაზე თბილი სექტემბერი იყო. „NOAA-ის“ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრის (NCEI) მეცნიერების თქმით, მაღალი სიცხე იგრძნობოდა ტროპიკულ ზონებშიც, სადაც საშუალოზე დიდი რაოდენობის ტროპიკული ციკლონები წარმოიქმნა. კლიმატი, გამოსახული რიცხვებით 2022 წლის სექტემბერი 2022 წლის სექტემბრის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,880C-ით უფრო ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 531,7 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »