Author Archives: admin

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. „ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა მექანიზმების ფარგლებში. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სამხრეთ გაზის დერეფნისა და TANAP-ით ევროპაში ტრანსპორტირდება. თურქმენეთის ბუნებრივი აირის საკითხთან დაკავშირებით ასევე მზად ...

Read More »

ევროკავშირში ბუნებრივი აირის ფასებზე ზედა ზღვარის დაწესებაზე ვერ თანხმდებიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები ბუნებრივ აირზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. პოლონეთს, საბერძნეთს, ბელგიას, იტალიასა და მალტას ფასების ლიმიტის დაწესება სურთ. ხოლო გერმანია, ნიდერლანდები, დანია, ავსტრია, ესტონეთი და ლუქსემბურგი სკეპტიკურად უყურებენ ამ საკითხს. მათ მიაჩნიათ,  რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის გაზის მიწოდების ჯაჭვს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა „ეგოისტურად“ იქცევა. „ჩვენ ვიცით, ...

Read More »

ჩინეთი ცდილობს, რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს

ჩინეთი ცდილობს, 2024 წლისთვის რუსეთის გაზის ექსპორტში ევროკავშირი ჩაანაცვლოს. მათ შორის Power-Siberia-2 მილსადენის მეშვეობით. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირი უზრუნველყოფდა რუსეთიდან გაზის წლიური იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს. 2021 წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობამ დაახლოებით 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. 5 დეკემბერს ევროკავშირმა, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი – ბარელზე $60 დააწესა. რუსეთი, ევროპას, გაზის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან ბაზრად განოხილავს და 50 მილიარდი კუბური ...

Read More »

კანადამ „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის” გაზსადენზე სანქციები აღადგინა

კანადამ გაიწვია ნებართვა, რომლის თანახმადაც, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში არ ხვდებოდა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჟოლისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და სანქციებისგან გათავისუფლება მიზნებს აღარ უპასუხებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს ...

Read More »

ყაზახეთის პრეზიდენტი: აშხაბადი, ანკარა და ბაქო ენერგორესურსების ექსპორტზე მუშაობენ

თურქმენეთი კოორდინირებულ ნაბიჯებს დგამს თურქეთთან და აზერბაიჯანთან, თურქმენეთის ენერგორესურსების მსოფლიო ბაზრებზე გასატანად. ამის შესახებ პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ოთხშაბათს ავაზაში თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერების პირველ სამიტზე განაცხადა. ბერდიმუჰამედოვმა გამოთქვა რწმენა, რომ სამიტი დააახლოებს სამ მოძმე სახელმწიფოს და ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც გულწრფელი, სანდო და ღია. ეს გვაძლევს საშუალებას დამაჯერებლად და ეფექტურად განვავითაროთ კავშირები ყველა სფეროში“, ...

Read More »

ვაშინგტონი აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას სტრატეგიულ მიზანს უწოდებს

აშშ აზერბაიჯანთან ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს, რაც საერთო სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. „აშშ ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს გაზის სამხრეთის დერეფნის მშენებლობას, რომლითაც კასპიის ზღვიდან გაზი ევროპას მიეწოდება. ეს პროექტი ევროპისთვის მიწოდების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც დღეს ეშშ–სთვის პრიორიტეტული მიმართულებაა რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე. ამჯერად აშშ პოტენციურ ...

Read More »

აფეთქების შედეგად, რუსეთში ციმბირის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

ირკუტსკის ოლქში, ანგარსკის ნავთობქიმიური კომპანიის (ANHK) ტერიტორიაზე ხანძარს ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი დაშავებულია. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა თქვა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქების მიზეზი ქარხნის სისტემების გაზით დაბინძურება გახდა. თუმცა, მაშველები აფეთქების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ბაიკალის ფილიალის სპეციალისტებმა მიწისძვრა ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ბენზინისძრავიანი ავტომობილების გამონაბოლქვში CO–ს ზღვარი 1–ლი იანვრიდან მცირდება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტის გამკაცრება, რაც გულისხმობს ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელი გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და გახდება 0.55% ძრავის უქმ სვლაზე. საწყის ეტაპზე ...

Read More »

სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება – თურქული კვლევითი ცენტრი

ევროპაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, კასპიის ზღვა, ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგით, ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის იმედის წყაროდ იქცა. Trend-ის ცნობით,ამის შესახებ ნათქვამია, თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, Nord Stream-2 გაზსადენის მშენებლობის შეჩერების გამო, კასპიის პროექტები საკვანძო, გადამწყვეტი ხდება. ამ ფონზე, როოგრც სტატიაშია აღნიშნული, სამხრეთ ...

Read More »

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით $100 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

Read More »