Author Archives: admin

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2021 წლის 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.80 (-0.48)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.88 (-0.51)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საქსტატი: სექტემბერში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანი მატება. საქსტატის ცნობოთ, სექტემბერში, წლიურ ჭრილში ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე ფასები 14.6 პროცენტით არის მომატებული. გარდა ამისა, , საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე ფასები 7.1 პროცენტით არის გაზრდილი, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კი 4.5 ...

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

FORD ელექტრომობილების 3 ქარხანას ააშენებს

Ford–ი მისი შემდეგი თაობის ელექტრო F სერიის პიკაპისთვის 3 ქარხანას ააშენებს ტენესის და კენტუკის შტატებში, რისთვისაც ავტომწარმოებელი კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციას განახორციელებს. $11,4 მლრდ-ის პროექტი, თითქმის 11,000 სამუშაო ადგილს შექმნის. Bloomberg-ის ინფორმაციით, ქარხნები მუშაობას ონლაინ რეჟიმში, 2025 წლიდან დაიწყებენ. ამასთან Ford–ის გეგმის ნაწილია, რომ 2025 წლისთვის $30 მლრდ–ის ინვესტიცია განახორციელოს ელექტრომობილებისთვის და გახდეს მთავარი მოთამაშე იმ ბაზარზე, სადაც ახლა ...

Read More »

მასკი „ტესლას“ ბიტკოინებზე გაყიდვის განახლებას არ გამორიცხავს

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ შესაძლოა, ბიტკოინზე გაყიდვები განაახლოს. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი ამბობს, ამისთვის საჭიროა, რომ ბიტკოინის მოპოვება უფრო ეკოლოგიური გახდეს. „ახლა უფრო წინდახედული ვიქნები და ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ბიტკოინის მაინინგზე (მოპოვებაზე) დახარჯულ ელექტროენერგიიდან, განახლებადი ენერგიის პროცენტული მაჩვენებელი, 50 პროცენტი, ან მეტი იყოს. და თუ ამ წილს მზარდი ტენდენცია ექნება, მაშინ „ტესლა“ გაყიდვისას, ბიტკოინების მიღებას განაახლებს“, ...

Read More »

რუსული Urals-ის ნავთობის ფასი სექტემბერში 1,8-ჯერ გაიზარდა

Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით 6,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $ 72,46-ს შეადგენს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნავთობის საშუალო ფასი 2021 წლის სექტემბერში ბარელზე 72,46 აშშ დოლარია, რაც 1,8 -ჯერ აღემატება 2020 წლის სექტემბრის მონაცემებს (40,91 აშშ დოლარი ბარელზე. მიმდინარე წლის აგვისტოში Urals-ის ბრენდი ბარელზე საშუალოდ 68 დოლარი ღირდა. ურალის საშუალო ფასი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში შეადგენდა 65.96 აშშ დოლარს. წყარო: report.ge

Read More »

ოპეკმა ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება იწინასწარმეტყველა მომდევნო 25 წლის განმავლობაში

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (ოპეკი) პროგნოზირებს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების შემცირებას მომდევნო 25 წლის განმავლობაში. უახლოესი წლების განმავლობაში მოთხოვნილება გაიზრდება, მიაღწევს პიკს და შემდეგ კლებას დაიწყებს. ეს მოხდება, კერძოდ, ელექტრო ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლის გამო, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ასეთი პროგნოზია მოცემული ოპეკის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნებულიამის ვებ-გვერდზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021-2025 წლებში ნავთობზე მოთხოვნილება გაიზრდება – მისი წილი ენერგომატარებლების გლობალურ მოხმარებაში 31%-ს ...

Read More »

Nord Stream 2 – ომის საფრთხე უკრაინისთვის

ევროკავშირთან დამაკავშირებელი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის  მოწინააღმდეგეები პროექტს უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავდნენ. თუმცა, სანამ პროექტი დასრულდა, რისკები შეიცვალა. 1200 კილომეტრიანი წყალქვეშა გაზსადენი, რომელიც რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს, საშუალებას მისცემს რუსულ გაზის გიგანტ Gazprom-ს, გადახედოს გაზის ექსპორტს ევროპაში უკრაინის გვერდის ავლით. ამან შეიძლება უფუნქციოდ დატოვოს უზარმაზარი სატრანზიტო ქსელი, რომელიც წარსულში უკრაინას აძლევდა მილიარდობით დოლარის შემოსავალს და იცავდა სავარაუდო ენერგეტიკული ...

Read More »

OPEC: მსოფლიო მასშტაბით გაზის მარაგები კატასტროფულად შემცირებულია

მსოფლიოში გაზის დადასტურებული მარაგების მოცულობა 2020 წლის ბოლოს 0.4%-ით შემცირდა – 206.7 ტრილიონ კუბურ მეტრამდე. OPEC-ის ყოველწლიური სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში გაზის ყველაზე დიდ მარაგს რუსეთი ფლობს 48.9 ტრილიონი კუბური მეტრის მაჩვენებლით (0.4%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს). ირანი მეორე ადგილზეა: ქვეყნის დადასტურებული მარაგები 34 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს (0.3%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს). სამეულში ხვდება ყატარი – 23.8 ტრილიონი კუბური მეტრი მოცულობით. ...

Read More »

უკრაინულ Naftogaz-ზე სრულ კონტროლს უკრაინის მთავრობა იღებს

27 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზისა და ნავთობის კომპანია Naftogaz-ის სამეთვალყურეო საბჭოს დარჩენილი სამი წევრიც გაათავისუფლა. მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებამდე და მისი ახალი წევრების არჩევამდე, კომპანიის ფუნქციონირებაზე გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მიიღებს. აღნიშნული კომპანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც აპრილში მთავრობამ მისი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრი კობოლიევი გაათავისუფლა და მის ...

Read More »