რუსული Urals-ის ნავთობის ფასი სექტემბერში 1,8-ჯერ გაიზარდა

Urals-ის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით 6,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $ 72,46-ს შეადგენს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნავთობის საშუალო ფასი 2021 წლის სექტემბერში ბარელზე 72,46 აშშ დოლარია, რაც 1,8 -ჯერ აღემატება 2020 წლის სექტემბრის მონაცემებს (40,91 აშშ დოლარი ბარელზე.

მიმდინარე წლის აგვისტოში Urals-ის ბრენდი ბარელზე საშუალოდ 68 დოლარი ღირდა.

ურალის საშუალო ფასი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში შეადგენდა 65.96 აშშ დოლარს.

წყარო: report.ge

Leave a Reply