კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის, ბაბუციძის, ნაკადულის, შანავას და თამარის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში