Author Archives: admin

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

გაზის ფასების გამო ევროპაში გაკოტრების ტალღა დაიწყო

გაზეთ The Independent-ის თანახმად, ევროპის რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად გააკეთა განაცხადი გაკოტრების შესახებ იმის გამო, რომ მათ აღარ შეუძლიათ ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდა. “ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიტანეთში ოთხმა მცირე ზომის ენერგეტიკულმა კომპანიამ ვერ გაუძლო გაზზე ფასების ზრდას. მდგომარეობა ფაქტობრივად გაუსაძლისია სასუქების იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს როგორც ნედლეულს ისე იყენებენ. ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა ასევე მძიმე მრეწველობა, რადგან ის დიდი რაოდენობით სითბოს ...

Read More »

OPEC+-მა 2022 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი გააუმჯობესა

OPEC+-ის ტექნიკური კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რომელიც მონიტორინიგის მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის მომზადდა, მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნა 4.2 მილიონი ბარელით გაიზრდება. აღნიშნული კი 0.9 მილიონი ბარელით აღემატება წინა შეფასებას. ახალი პროგნოზი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნამ შეიძლება 100,8 მილიონ ბარელს მიაღწიოს, 2021 წლის 96,7 მილიონ ბარელთან შედარებით. პროგნოზი შეიცვალა კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის გამო – მსოფლიოში მოსახლეობის 33% უკვე აცრილია. დოკუმენტში ...

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან მისი ზრდა “ფინანსურ სტაბილურობას უამრავ პრობლემას და რისკს უქმნის”. საერთაშორისო სავალუტო ფონდში თვლიან, რომ ინდუსტრიის ბევრ წარმომადგენელს ეფექტური მართვის მეთოდები და რისკების მართვის პრაქტიკა არ აქვს. “კრიპტოაქტივების (ფსევდო) ანონიმურობა ასევე ქმნის მონაცემთა ხარვეზებს მარეგულირებლებისთვის და ამან, შესაძლოა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისათვის არასასურველი კარი გახსნას. გარდა ამისა, კრიპტოეკოსისტემა სხვადასხვა ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასმა 1200 დოლარს პირველად გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა 4 ოქტომბრის სავაჭრო სესიის დროს მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,200 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,200.36 აშშ დოლარს შეადგენს. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა. ...

Read More »
Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

Ford-ი და SK-ი ბატარეების ქარხნების ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ

Ford Motor-ი და სამხრეთ კორეის SK Innovation-ი ტენესისა და კენტუკის შტატებში ბატარეის სამი ქარხნის ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ. კომპანიები ბატარეების ქარხნებთან ერთად ააშენებენ F სერიის ელექტრო პიკაპის ამწყობ ქარხანასაც. Ford-ის და SK Innovation-ის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ეს აშშ-ს ავტომწარმოებლის ისტორიაში უდიდესი ინვესტიცია იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისა და ბატარეების წარმოება ორ ლოკაციაზე მოხდება. ქარხნებში დასაქმდება თითქმის 11,000 ადამიანი. Ford-ი პროექტში $7 მილიარდს ჩადებს, ხოლო SK-ი $4.4 მილიარდს. პროექტი მუშაობას 2025 წლიდან დაიწყებს. კომპანიის ტენესის ლოკაცია, რომელიც Blue Oval City-ის სახელით იქნება ცნობილი, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,05%-ით, 0,04 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 80,48 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

განახლებადი ენერგიის წარმოების ინოვაციურ გზებს იკვლევს

კოლოსალური ქარის მეურნეობიდან ოკეანის ტალღებზე მცურავი ასობით მზის პანელამდე – პორტუგალია განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდის ინოვაციურ გზებს იკვლევს. ასეთი პროექტის მასიური დანერგვა შესაძლოა ჯერჯერობით ძალიან ძვირია, მაგრამ საბოლოო სარგებელი მაინც აჭარბებს დანახარჯებს. მზის პარკები და ქარის ტურბინები პორტუგალიის ლანდშაფტის ნაწილი წლების წინ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 70% განახლებადი წყაროებით იწარმოება, მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად , ქვეყანა კვლავ იყენებს იმპორტირებულ ...

Read More »
ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი გაიყვანეს

დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის გაყვანილი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი (725 კილომეტრი) ამოქმედდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, სადენი ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე გადის და ინგლისის ქალაქ ბლიტს ნორვეგიულ სოფელ კვილდალთან აკავშირებს. ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია National Grid-ის ინფორმაციით, სადენი ელექტროენერგიით 1,4 მილიონ სახლს მოამარაგებს. პროექტის ღირებულება 1,6 მილიარდი ევროა. სადენით განახლებადი ელექტროენერგია გადაიცემა და შედეგად, 2030 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვი 23 მილიონი ტონით შემცირდება. National Grid-ის ​პრეზიდენტის, კორდი ოჰარას თქმით, პროექტი „ინჟინრული ...

Read More »

ევროპა რუსეთს გაზის გარდა ნახშირსაც სთხოვს

ელექტროენერგიის ევროპელი მწარმოებლები იძულებულები არიან, რუსეთს ნახშირის მიწოდების გაზრდა სთხოვონ.  გაზის მწვავე დეფიციტის ფონზე  ეს მოძველებული, ეკოლოგიურად ყველაზე ბინძური საწვავი, დღეს ენერგოკრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახდა. თუმცა, ეს იმედიც შეიძლება  გაქარწყლდეს, რადგანაც რუსეთი მიწოდებას ვერ გაზრდის. ხოლო ევროპამ, რომელიც ალტერნატიული ენერგეტიკის დანერგვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს, ნახშირის მოხმარების მკვეთრი შემცირება დიდი ხნის წინ დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მწვანე ენერგეტიკა მასზე ...

Read More »