გაზეთ The Independent-ის თანახმად, ევროპის რამდენიმე კომპანიამ ერთდროულად გააკეთა განაცხადი გაკოტრების შესახებ იმის გამო, რომ მათ აღარ შეუძლიათ ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდა.
“ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიტანეთში ოთხმა მცირე ზომის ენერგეტიკულმა კომპანიამ ვერ გაუძლო გაზზე ფასების ზრდას. მდგომარეობა ფაქტობრივად გაუსაძლისია სასუქების იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს როგორც ნედლეულს ისე იყენებენ. ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა ასევე მძიმე მრეწველობა, რადგან ის დიდი რაოდენობით სითბოს მოიხმარს, მდგომარეობა არც ალუმინისა და ცემენტის მწარმოებლებისთვისაა უკეთესი” – ნათქვამია Independent-ის სტატიაში.
ხსენებულ სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში, ყველა მომხმარებელი ამ ზამთარს მიიღებს ბევრად უფრო მაღალ გადასახადებს, ვიდრე ისინი აქადე იყვნენ შეჩვეულები. აღნიშნულის მიზეზი გაზის გადაჭარბებულად მაღალი საბაზრო ფასია, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორიც გათხევადებული გაზის დეფიციტია.
ნინო სამადაშვილი