OPEC+-მა 2022 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი გააუმჯობესა

OPEC+-ის ტექნიკური კომიტეტის ანგარიშის თანახმად, რომელიც მონიტორინიგის მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის მომზადდა, მომავალ წელს ნავთობზე მოთხოვნა 4.2 მილიონი ბარელით გაიზრდება. აღნიშნული კი 0.9 მილიონი ბარელით აღემატება წინა შეფასებას.

ახალი პროგნოზი ვარაუდობს, რომ 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნამ შეიძლება 100,8 მილიონ ბარელს მიაღწიოს, 2021 წლის 96,7 მილიონ ბარელთან შედარებით. პროგნოზი შეიცვალა კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის გამო – მსოფლიოში მოსახლეობის 33% უკვე აცრილია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნავთობის მიწოდება კვლავაც გაიზრდება: წლევანდელი დეფიციტი 1.1 მილიონი ბარელით/დღეში შეიცვლება მიწოდების სიჭარბით მომავალ წელს (1.4 მილიონი ბარელი/დღეში).

გარდა ამისა, 2022 წელს ნავთობის მარაგი შეიძლება გაიზარდოს 496 მილიონი ბარელით. შეგახსენებთ, რომ  2021 წელს ის 405 მილიონი ბარელით შემცირდა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply