Author Archives: admin

ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა – 1600 დოლარი

ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,600 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1427,4 აშშ დოლარს შეადგენს. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა. ენერგიაზე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას კვლავაც განაგრძობს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,59 აშშ დოლარით (1,9%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 85,15 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »

ელ-სალვადორმა ვულკანის ენერგიიდან ბიტკოინის მიღება დაიწყო

ელ-სალვადორში ვულკანის ენერგიიდან $269 ღირებულების 0,00599179 ბიტკოინი მიიღეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბიტკოინის მაინინგის პროექტი კვლავ მიმდინარეობს, პარალელურად კი ახალ მომპოვებელ აპარატურას ტესტავენ და ამონტაჟებენ. ივნისში ბუკელემ სახელმწიფო გეოთერმულ ელექტროკომპანია LaGeo SA de CV-ს ბიტკოინის მოპოვების გეგმის შედგენა დაავალა, რომელიც გულისხმობდა იაფ, 100%-ით სუფთა, 100%-ით განახლებადი და ნულოვანი ემისიის ენერგიის მიღებას ვულკანებიდან. ხოლო სამშაბათს პრეზიდენტმა ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

2021 წლის 5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.56 (+1.30)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.88 (-0.10)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო 6 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), იპოლიტოვ-ივანოვის, ხევისპირის, დავით აღმაშენებლის, ფარსმან II ქველის, დრანდის და ბერთუბნის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »

ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდის ფონზე, ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს. Glassnode-ს ცნობით, მაინერების შემოსავალი 275%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მაინერებისთვის რეკორდული შემოსავალი (დღეში 60 მილიონი აშშ დოლარი) დაფიქსირდა მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ბიტკოინის ღირებულება ყველაზე მაღალი იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

ნორვეგია ქვანახშირის ბოლო არქტიკულ საბადოს 2023 წელს დახურავს

ნორვეგიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „ნორსკე შპიცბერგენ კულკომპანი“ აცხადებს, რომ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ქვანახშირის ბოლო საბადოს 2023 წელს დახურავს. აღნიშნული საბადო უკვე 120 წელია ექსპლუატაციაშია და მასზე ამჟამად 80 ადამიანია დასაქმებული. „ნორსკე შპიცბერგენ კულკომპანიმ“ ბოლო ოც წელიწადში კუნძულებზე ქვანახშირის არაერთი საბადო დახურა. მაგრამ ბოლომდე შეინარჩუნა მომცრო, მე-7 საბადო, რომელიც ნედლეულით ადგილობრივ ენერგო სადგურს ამარაგებს. მოპოვებული ქვანახშირის ნაწილი კი ...

Read More »

2035 წლისთვის დიდი ბრიტანეთი სრულად განახლებადი წყაროებით გენერირებულ ელექტროენერგიაზე გადავა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ 2035 წლისთვის ქვეყანა სრულად ბუნებრივი გზებით მოპოვებულ ელექტროენერგიაზე გადავა. ამის შესახებ BBC იუწყება. პრემიერმინისტრის თქმით, აღნიშნული მიზნის მიღწევა ქარის ელექტროსადგურებისა და სხვა ინოვაციური საშუალებებით იქნება შესაძლებელი. განახლებულ ენერგიაზე გადასვლით, მთავრობა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას შეეცდება. თუმცა, ზოგიერთი, ბუნების დამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიზნის მისაღწევად დანიშნულ ვადებს ჩამორჩება.

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, დედამიწა თანდათან „ბნელდება“

მკვლევართა დასკვნით, დედამიწა თანდათან ბნელდება და ამაში დამნაშავე კლიმატის ცვლილებაა. ოკეანე თბება და უფრო ნაკლებ კაშკაშა ღრუბლებს წარმოქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან, კოსმოსში უფრო ნაკლები სინათლე აირეკლება, რაც პლანეტას კიდევ უფრო ათბობს. დედამიწის არეკვლის მაჩვენებელი, ანუ ალბედო, მკვლევრებმა პლანეტის იმ სიკაშკაშის საფუძველზე გაზომეს, რომელიც მთვარეს ანათებს. კვლევისათვის დაახლოებით ოცწლიანი მონაცემები გამოიყენეს, 1998-დან 2017 წლამდე შეგროვებული. გაზომვებმა აჩვენა, რომ დედამიწა ახლა დაახლოებით ნახევარი ვატით ნაკლებ ...

Read More »

Tesla-ს გაყიდვები 72%-ით გაიზარდა

მიკროჩიპების გლობალური დეფიციტის მიუხედავად, კომპანიამ 2021 წლის მესამე კვარტალში 241,000-ზე მეტი ელექტრო მანქანა გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს. კომპანიის გაყიდვები შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. გასულ წელს Tesla-მ 140,000 ელექტრო მანქანა გაყიდა. ამავდროულად, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ Tesla მესამე კვარტალში 227 ათას ელექტრომობილს გაყიდის. საერთო ჯამში, წელს კორპორაციამ დაახლოებით 627 ათასი ელექტრო მანქანა გაიტანა რეალიზაციაზე, რაც უკვე აღემატება ...

Read More »