ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა – 1600 დოლარი

ევროპაში გაზის ფასმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 1000 კუბურ მეტრზე 1,600 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა.

ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1427,4 აშშ დოლარს შეადგენს.

ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

Leave a Reply