Author Archives: admin

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საცხოვრებელ სახლში, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ შევიდა, მას შემდეგ, რაც ბინაში ხანძრის ლიკვიდირება მოხდა. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა და გამორიცხეს ბუნებრივი აირის დაგროვება. „ადგილზე მოხდა „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის მიერ ადგილის დათვალიერება და შესწავლა. ...

Read More »

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად ქარის ელექტროსადგურის აშენება განიხილება

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად, შესაძლოა, ქარის ელექტროსადგური აშენდეს. აღნიშნულის თაობაზე “ბიზნესპარტნიორი” იუწყება. 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. ინვესტორმა წარმოადგინა სრულიად ახალი პროექტი, თუმცა, ძველის ჩანაცვლების ხარჯზე. განახლებული მემორანდუმით განიხილება ონში 206 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გამომუშავება 780 კვტ.სთ იქნება. კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ქვეყნების ნაწილი EU-ს გაზის ფასის ზრდის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთმა, ესპანეთმა და კიდევ სამმა ევროპულმა ქვეყანამ მოუწოდა ევროკავშირს, მიიღოს სასწრაფო ზომები გაზის ფასების ზრდის შესამსუბუქებლად და ზრდის მიზეზის გამოსაძიებლად. საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და სთხოვენ ევროკავშირს, შეიმუშაოს ინსტრუმენტები, რომელიც “დაუყოვნებლივ რეაგირებს ფასების ზრდაზე”. მათ ევროკავშირს გაზის ბაზრის გამოძიებისკენაც მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ბლოკმა უნდა მოახდინოს კოორდინაცია შესყიდვებზე “მოლაპარაკებების პოზიციის გასაძლიერებლად” და მოითხოვეს ...

Read More »

თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა

თურქეთის პარლამენტმა პარიზის კლიმატური შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა. 2015 წელს მსოფლიოს 195 ქვეყნის მიერ ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმება გაერო-ს კლიმატური ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში გაფორმდა. თურქეთი „დიდი ოცეულის“ ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება რატიფიცირებული არ ჰქონდა. გაჭიანურების მიზეზი, ანკარას პოზიცია იყო, რომელიც თვლის, რომ თურქეთი ნახშირბადის გამონაბოლქვის მხოლოდ მცირე წილზეა პასუხისმგებელი, განვითარებულ სახელმწიფოდ მიჩნევა კი, მას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს​.

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

7 წლის განმავლობაში პირველად, გაზი ნავთობზე ძვირი ღირს

გაზზე ფასის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ პირველად ბოლო 7 წელიწადში ბუნებრივი აირი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ნავთობი. ამასთან, არასდროს ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ გაზი ასე ხანგრძლივად ყოფილიყო ნავთობზე უფრო ძვირი. ამის შესახებ საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის ანგარიშშია საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, გაზის ფასის ზრდამ ცალკეული ქვეყნები აიძულა მისი გენერაციის სიმძლავრეები გადაიყვანოს თხევად საწვავზე და ეს ტენდენცია შეიძლება გაიზარდოს მკაცრი ზამთრის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2021 წლის 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. Brent-ის ტიპისდეკემბრის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0,46%-ით დაეცა და ბარელზე 80.71 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 1.06%-ით შემცირდა და ბარელზე 76,61 აშშ დოლარად ბარდება.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანიის ცნობითვე, დიდუბის რაიონში,  გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამტრედიის, სტანისლავსკის, აგლაძის, კარალეთის, ცაბაძის, მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მოსახლეობას. კომპანიის განცხადებით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღმის ...

Read More »

პუტინი: „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა გააგრძელოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა გააგრძელოს. „როგორც ენერგეტიკის მინისტრს გთხოვთ ეს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოთ. უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის ვალდებულება „გაზპრომის“ მიერ უზრუმნველყოფილი უნდა იყოს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის საკითხზე ყველა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა საჭირო. „არავინ, მათ შორის უკრაინა რთულ მდგომარეობაში ...

Read More »

Nord Stream 2 ევროპული ზამთრისთვის მზად, სავარაუდოდ, არ იქნება

Nord Stream 2-ის მილსადენს აქვს პოტენციალი, განმუხტოს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი, მაგრამ დაბრკოლებები რჩება. გაზსადენის სრულ ამოქმედებას შეიძლება თვეები დასჭირდეს. ბალტიის ზღვის ქვეშ გერმანიასთან 750 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდა და დაიწყო შემოწმების პროცესი. მიმდინარე კვირაში ექსპორტიორმა Gazprom-მა მიიღო დანიის თანხმობა ერთ-ერთი ხაზის ასამოქმედებლად, მაგრამ მას გერმანიიდან დასჭირდება გადამწყვეტი ნებართვა. გერმანიის ნებართვა გერმანიის მარეგულირებელი ორგანო, Bundesnetzagentur, უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ...

Read More »

გაზის ფასების უპრეცედენტო ზრდასთან დაკავშირებით ევროკომისიამ გამოძიება დაიწყო

ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის განცხადებით, ევროკომისია სწავლობს საჩივრებს, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ “გაზპრომი” საკუთარ მდგომარეობას – როგორც გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელი – იყენებს ევროპაში ფასის ზრდასთან დაკავშირებით. კრემლში აცხადებენ, რომ “გაზპრომი” საკუთარ ვალდებულებებს ხანგრძვლივი ხელშეკრულების შესაბამისად ასრულებს, თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლების მხრიდან გაისმა ბრალდება, რომ აღნიშნული ევროპაში ფასის ზრდას იწვევს. “განვიხილავთ ამ განცხადებებს კონკურენციის წესების ნიშნებზე, რადგან ეს, რასაკვირველია, სერიოზული ...

Read More »