ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

7 წლის განმავლობაში პირველად, გაზი ნავთობზე ძვირი ღირს

გაზზე ფასის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ პირველად ბოლო 7 წელიწადში ბუნებრივი აირი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ნავთობი. ამასთან, არასდროს ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ისე, რომ გაზი ასე ხანგრძლივად ყოფილიყო ნავთობზე უფრო ძვირი. ამის შესახებ საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის ანგარიშშია საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზის ფასის ზრდამ ცალკეული ქვეყნები აიძულა მისი გენერაციის სიმძლავრეები გადაიყვანოს თხევად საწვავზე და ეს ტენდენცია შეიძლება გაიზარდოს მკაცრი ზამთრის პირობებში.

გაზის ფასი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სანავთობო პარიტეტზე ძვირად ფასობს, რაც ბოლოს 2014 წლის ზამთარში მოხდა, თუმცა მაშინ გაზის ფასი ნავთობის ფასს მხოლოდ 37 დღე აღემატებოდა. წელს კი ეს ტენდენცია უკვე 62 დღეა გრძელდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.

ევროპაში გაზის ფასები, ნიდერლანდებში TTF ჰაბში პირველად 10 წლის განმავლობაში, გაზი ნავთობზე ძვირად ივაჭრება.

აზიაში იაპონიას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის გამომუშავების სიმძლავრე – დაახლოებით 31.6 GW. გასულ ზამთარს, LNG–ის დეფიციტის ფონზე, იაპონური საწარმოები იძულებულნი გახდნენ გამოეყენებინათ საწვავის ზეთზე მომუშავე ობიექტები.

წყარო: report.ge

Leave a Reply