თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ქვეყნების ნაწილი EU-ს გაზის ფასის ზრდის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთმა, ესპანეთმა და კიდევ სამმა ევროპულმა ქვეყანამ მოუწოდა ევროკავშირს, მიიღოს სასწრაფო ზომები გაზის ფასების ზრდის შესამსუბუქებლად და ზრდის მიზეზის გამოსაძიებლად.

საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და სთხოვენ ევროკავშირს, შეიმუშაოს ინსტრუმენტები, რომელიც “დაუყოვნებლივ რეაგირებს ფასების ზრდაზე”. მათ ევროკავშირს გაზის ბაზრის გამოძიებისკენაც მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ბლოკმა უნდა მოახდინოს კოორდინაცია შესყიდვებზე “მოლაპარაკებების პოზიციის გასაძლიერებლად” და მოითხოვეს ელექტროენერგიის ბაზრების გადახედვა.

ევროპული ქვეყნების მთავრობებს უჭირთ რეაგირება მოახდინონ გაზის ფასების დრამატულ მატებაზე, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციას და ძირს უთხრის პოსტ-პანდემიურ აღდგენას.

კრიზისი ასევე საფრთხეს უქმნის ევროპელი პოლიტიკოსების გეგმებს, ბლოკი მწვანე ენერგიის მიმართულებით წაიყვანოს. ქვეყნების ნაწილისთვის ერთი შესაძლო გამოსავალი რუსეთიდან მეტი გაზის შემოტანაა.

ევროკომისია მომავალ კვირას გამოაქვეყნებს ზომების ერთობლიობას მთავრობებისთვის ფასების ზრდის გავლენის შესამცირებლად.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply