Author Archives: admin

ილჰამ ალიევი: ქვეყნებში, სადაც აზერბაიჯანული გაზი შედის, ფასის კრიზისი არ ყოფილა

აზერბაიჯანისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და ევროპისთვის სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულება ისტორიული მიღწევა იყო, რადგან იგი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორი და  დივერსიფიკაციის ინსტრუმენტია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს VIII გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 14 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა თურქეთში, საქართველოში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. შეიძლება ითქვას, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 17,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე  950 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დღის ბოლოს, ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 952,5 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო, სავაჭრო დღის განმავლობაში მაქსიმალურმა სავაჭრო პიკმა 960 აშშ დოლარს მიაღწია. 29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ ...

Read More »

გაერო: 2020 წელი აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წელს აზიაში ისტორიულად ყველაზე ცხელი წელი დაფიქსირდა. გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ყოველწლიური კვლევის, „კლიმატის მდგომარეობა აზიაში“, მიხედვით, ტემპერატურის ზრდამ მთლიანი რეგიონი დააზარალა. WMO-ის ინფორმაციით, 2020 წელს აზიაში ტემპერატურის ექსტრემალური მატება ათასობით ადამიანის გარდაცვალებისა და მილიონობით მოქალაქის იძულებითი გადაადგილების მიზეზი გახდა. ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის დაზიანებას კი მილიარდობით დოლარის ზარალი მოჰყვა. გარდა ამისა, ...

Read More »

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ

გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე მსოფლიოს ქვეყნები ქვანახშირის გამოყენების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების რიგით 26-კონფერენეციაზე შეთანხმდნენ, რომ მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2030 წლისთვის წარმოებაში ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ხოლო შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2040 წლისთვის. შეთანხმებას ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ქვანახშირის ისეთმა მსხვილმა მომხმარებლებმა, როგორებიცაა პოლონეთი, ჩილე და ვიეტნამი. ხოლო ქვანახშირის წარმოებითა ...

Read More »

რეგიონებში გაზის ტარიფის ზრდა მომსახურების სფეროს და აგრარულ წარმოებას გააძვირებს

გაზის გაძვირება ინფლაციურ წნეხს გაზრდის, რადგან მწარმოებლური პროდუქცია გაიზრდება და ინფლაციაზე აისახება. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით,  გაძვირდება მომსახურების სფერო, განსაკუთრებით სასტუმროები, ასევე აგროწარმოება, სათბურები და სხვა, ყველა ის სერვისი და საწარმო, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ,,ყველა ვარიანტში გაძვირდება ის წარმოება, რომელიც გაზს მოიხმარს. ძირითადად ეს იქნება მომსახურების სფერო და აგრარული პროდუქციის წარმოება, მათ შორის, სათბურები. ...

Read More »

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების 123 მილიონამდე ლარის საინვესტიციო პროექტები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა. ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 123 მილიონამდე ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ...

Read More »

ნავთობპროდუქტების ექსპორტი 1 თვეში 100%-ით გაიზარდა – როგორ შეიცვალა მარაგების მოცულობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვეების მიხედვით ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, ყველა კომპონენტი მზარდია, როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი, იმპორტი, შიდა მიწოდება და განსაკუთრებით დიდია მარაგების ზრდა. კერძოდ 2021 წლის ივლისში წარმოებამ 1.3 ათასი ტონა შეადგინა აგვისტოში კი 4.3 ათასი ტონა. იმპორტი 11.9 ათასი ტონით გაიზარდა, თუ აგვისტოში საქართველოში 132,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში მოცულობამ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,29 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3,29 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 434,102 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,49 მილიონი ბარელით  და შეადგინა  214,258 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,16 მილიონი ბარელით და შეადგინა  127,122 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,5 ...

Read More »

ბორჯომჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება

ბორჯომის პარკში მდებარე ჰესი პირველი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოში აშენდა. ბორჯომჰესი მიხეილ რომანოვის დაკვეთით აიგო და 1899 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. ჰიდროსადგურის ძირითადი ფუნქცია სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის ლიკანის სასახლის მომარაგება იყო. საქართველოს მთავრობის, ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ამჟამად მისი აღდგენა-რესტავრაცია მიმდინარეობს. XIX საუკუნეში აშენებული ისტორიული ჰესი პირვანდელ სახეს ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81,99 (- 2,73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,86 (- 3,05)  დოლარი/ბარელზე.

Read More »