შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს ” სოკარ ჯორჯია გაზი”. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
Read More »Author Archives: admin
ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენელს საერთაშორისო კლიმატისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებში, სებასტიან ბარკოვსკის შეხვდა. შეხვედრა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (CoP26) ფარგლებში გაიმართა. ნინო თანდილაშვილმა სებასტიან ბარკოვსკის ემისიების შემცირების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე პროექტები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე გაფორმებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს დაუთმო. შეხვედრაზე ...
Read More »საქართველოში ბუნებრივი გაზის ახალი ბაზარი ყალიბდება
ელექტროენერგეტიკული ბირჟის მსგავსი სისტემა საქართველოში ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც ჩამოყალიბდება. კონცეფცია, რომელიც ბირჟის ამოქმედებას ითვალისწინებს, მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცა. მისი მიზანი ისეთი თავისუფალი ბაზრის შექმნაა, სადაც კონკურენტული ფასი გამჭვირვალედ ყალიბდება. გაზის სექტორში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ Forbes Georgia სემეკის წევრს, გოჩა შონიას ესაუბრა. ბატონო გოჩა, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია, რომლის მიზანიც ბირჟის შექმნა და ბაზრის ლიბერალიზაციაა, საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ...
Read More »“გაზპრომმა” გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო
გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა გაზის მიწისქვეშა საწყობების ტევადობა იზრდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt გერმანიის მიწისქვეშა გაზის შემნახველ ოპერატორთა ასოციაციის (INES) აღმასრულებელ დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. “გაზპრომის მიერ ოპერირებადი გაზის საწყობების შევსება 6 ნოემბრიდან იზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. პუტინის განკარგულებით ევროპას გაზის გაზრდილი რაოდენობა 8 ნოემბრიდან უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და ...
Read More »ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას იმ შემთხვევაში მოახდენენ, თუ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება
ირანი კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება, – ამის შესახებ ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ალი სალაჯეღემ განაცხადა.განაცხადა. თეირანში ამბობენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები აფერხებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განახლებადი ენერგია. ნახშირორჟანგის გამოყოფის სიდიდით ირანი მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ბოლო წლების განმვლობაში ემისია გაიზარდა, რადგან საზღვარგარეთის ინვესტიციები ქვეყნიდან გავიდა. გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების ...
Read More »ნიუ-იორკის მერი: კრიპტოვალუტა სკოლებში უნდა ისწავლებოდეს
ნიუ-იორკის ახალარჩეული მერი, ერიკ ადამსი ამბობს, რომ სკოლებში კრიპტოვალუტა და მისი ტექნოლოგია უნდა ისწავლებოდეს. ის პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქალაქს კრიპტო-მეგობრულად აქცევს. “როდესაც ვსაუბრობდი ბლოკჩეინსა და ბიტკოინებზე, ქუჩაში გამვლელი ახალგაზრდები გაჩერდნენ და მკითხეს: ეს რა არის?”,- თქვა ადამსმა კვირას CNN-ის State of Union-ზე. კითხვაზე, შეეძლო თუ არა აეხსნა ბიტკოინი, მან გაიცინა და თქვა, ...
Read More »ირაკლი ლექვინაძე – საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ფასების ცვლილებაში რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ნაკლებია
საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველ არხს 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიში გააცნო. როგორც მიმოხილვიდან ირკვევა, 2021 წლის იანვარ-სექტემბრში ქვეყანაში 32 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 082 971 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 3.6%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის თურქმენეთი გახდა და ...
Read More »უკრაინა მასშტაბური ენერგოკრიზისის ზღვარზეა
ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები უკვე დაფიქსირდა კიევის ოლქის ბევრ ქალაქში და სიფელში და ეს ცალკეული ფაქტები არ არის. ბოლო 6 თვის მანძილზე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გეგმიური თუ ავარიული გათიშვები ჩვეულ მოვლენად იქცა. ისე დაემთხვა, რომ ენერგოსისტემის მაოსბრივი შეკეთებები გლობალურ, ბოლო 40 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ ენერგოკრიზისს დაემთხვა. უკრაინა საკუთარ თავს მთლიანად მხოლოდ ნახშირით უზრუნველყოფს, თუმცა, ამ საწვავის მარაგებიც არასაკმარისია. ქვეყნის ...
Read More »ნავთობის ფასი შემცირდა
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 10 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 82.64 (- 2,14) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.34 (- 2.81) დოლარი/ბარელზე.
Read More »თბილისის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ხომლის და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ...
Read More »