Author Archives: admin

გერმანიამ რუსული გაზის მოხმარება თითქმის გაანახევრა, ხოლო რუსულ ნავთობს საბოლოოდ ემშვიდობება

რუსული გაზის მოხმარების თითქმის განახევრებით, გერმანია ემზადება მთლიანად მიატოვოს რუსული ნავთობი, დაბლოკოს მიწოდების ბოლო არხი, რომელიც არ მოექცა ევროკავშირის ემბარგოს ქვეშ. გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამამუშავებელი ქარხანა Schwedt, რომელიც ბერლინს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს საწვავს აწვდის, იანვრიდან “დრუჟბას” მილსადენით რუსეთიდან ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს. ქარხანა, რომელიც ომამდე ეკუთვნოდა “როსნეფტს”, შემდეგ კი ნაციონალიზდა და ენერგეტიკული რეგულატორის კონტროლის ქვეშ მოექცა, „ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდა ...

Read More »

ლვოვის 90% ელექტროენერგიის გარეშეა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქის 90% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერის თქმით, შესაძლოა, წყალმომარაგებაც შეწყდეს. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ელექტროენერგიის გენერატორების საშუალებით იმუშავებენ. ლვოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ დაადასტურა, რომ საჰაერო თავდაცვა გააქტიურებულია. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 დეკემბერს განაცხადეს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტებით ახალი მასობრივი შეტევა დაიწყო.

Read More »

რამდენი ენერგოობიექტი აშენდა საქართველოში უკანასკნელ წლებში?

ენერგომატარებლების ფასების მუდმივი ზრდის ფონზე, საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერება ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხია. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყნისთვის ამ მიზნის მიღწევა გართულებულია, რასაც ნამახვანის $800-მილიონიანი პროექტის ინვესტორის, ENKA-ს მიერ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვაც ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არსებული ენერგეტიკული ობიექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 4.5 გიგავატსაათია. როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს მონაცემებიდან ირკვევა, საერთო ქსელში ახალი ობიექტების მიერთების ტემპი შემცირებულია. ...

Read More »

სემეკი კომპანიებისთვის ჯარიმების გაზრდას გეგმავს

სემეკი კომუნალური მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის ჯარიმების მოცულობის გაზრდას გეგმავს. მარეგულირებელი შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს. სემეკი განმარტავს, რომ ზოგიერთი სახის დარღვევაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ჯარიმების მაქსიმუმი არაადეკვატურია. შესაბამისად, ჯარიმები უნდა გადაიხედოს და დიდი მასშტაბის დარღვევაზე უფრო მკაცრი სანქცია განისაზღვროს. „ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ და მივმართავთ პარლამენტს. ვფიქრობთ, რომ მხარს დაგვიჭერენ და დიდი მასშტაბის ჯარიმაზე უფრო მაღალი ჯარიმა იქნება, ვიდრე ...

Read More »

გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შეძენაზე კონტრაქტს ხელი მოაწერა

გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს 2.25 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შეერთებული შტატებიდან შეძენაზე, მაგრამ გაზის მიწოდება შეიძლება არ დაიწყოს 2027 წლამდე. ამ ინფორმაციას RWE Supply & Trading 28 დეკემბერს ავრცელებს. შეთანხმებული მოცულობები ითვალისწინებს 30 თხევადი გაზის ტანკერის ან დაახლოებით 3 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზის გერმანიაში შეტანას, კონტრაქტი 15 წლიანია. RWE-ს ამერიკული კომპანია Sempra Infrastructure-ის პარტნიორია, ...

Read More »
მსოფლიო ბანკი აფრიკულ მზის ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

ჩინეთი უდაბნოში მეგა ელექტროსადგურს აშენებს

ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანიებმა, ჩრდილოეთ ჩინეთის კუზუპჩის უდაბნოში, 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს. აზერბაიჯანული მედია, სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მზის და ქარის ენერგიის ეს პროექტი იქნება ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელიც უდაბნოში აშენდება. 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრედან 8 მილიონი კვტ არის მზის ენერგია, 4 მილიონი კვტ ქარის ენერგია და კიდევ 4 მილიონი კვტ არის მოწინავე მაღალი ეფექტურობის თერმული ენერგია. ...

Read More »
რუსეთი მზადაა ირანთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთიანი ენერგოსისტემა შექმნას

ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 48%-ით გაიზარდა

ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ინფორმაციით ოქტომბერში ელენერგიის მთლიანმა წარმოებამ 1,033 გვტ/სთ. რაც 13.4%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე. აქედან თბოელექტროსადგურების გამომუშავებამ 153.8 გვტ/სთ შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ 872.1 გვტ/სთ,ხოლო ქარის სადგურებმა 8 გვტ.სთ. სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტმა 437.2 გვტ/სთ – შეადგინა და ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 47.7%-ით არის გაზრდილი. წყარო: gbc.ge

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

„გაზპრომის“ ექსპორტმა, XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია

რუსული „გაზპრომის“ ექსპორტი 2022 წელს თითქმის განახევრდა – XXI-ე საუკუნის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ ევროპისკენ გაზის ნაკადი საგრძნობლად შემცირდა. წელს რუსულმა გაზის გიგანტმა 100,9 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გაყიდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ. ეს 2021 წლის მაჩვენებელზე  46%-ით ნაკლებია. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის ...

Read More »

“დრო, რომელიც შავი ზღვის კაბელის პროექტის რეალიზაციას დასჭირდება, საექსპორტო ენერგიის შექმნისთვის უნდა გამოვიყენოთ, სხვა შემთხვევაში დავრჩებით მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად”

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პარალელურად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა დაიწყება, რაზეც მთავრობა ინტერესთა გამოხატვას მალე გამოაცხადებს. როგორც „კომერსანტთან“ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, ეს პერიოდი გამოყენებული უნდა იყოს მეტი ადგილობრივი გენერაციის წყაროების შექმნისთვის, ქვეყანამ მეტი ენერგია უნდა გაიტანოს ექსპორტზე და არ იყოს მხოლოდ ტრანზიტის იმედად. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას დასჭირდება ერთი წელი, შემდგომ დეტალური პროექტირებაც დროსთან იქნება დაკავშირებული, ანუ რამდენიმე წელი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

29 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა მიკრორაიონის, გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მწვანეს, კეცხოველის, წყაროთუბნის და ქერჩის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო ...

Read More »