მსოფლიო ბანკი აფრიკულ მზის ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

ჩინეთი უდაბნოში მეგა ელექტროსადგურს აშენებს

ჩინეთის ენერგეტიკულმა კომპანიებმა, ჩრდილოეთ ჩინეთის კუზუპჩის უდაბნოში, 16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს.

აზერბაიჯანული მედია, სააგენტო Xinhua-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მზის და ქარის ენერგიის ეს პროექტი იქნება ყველაზე დიდი ელექტროსადგური, რომელიც უდაბნოში აშენდება.

16 მილიონი კვტ დადგმული სიმძლავრედან 8 მილიონი კვტ არის მზის ენერგია, 4 მილიონი კვტ ქარის ენერგია და კიდევ 4 მილიონი კვტ არის მოწინავე მაღალი ეფექტურობის თერმული ენერგია.

ელექტროსადგურს შეეძლება ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ  ენერგია რეგიონებს მიაწოდოს, რომელიც ქალაქებს პეკინსა და ტიანჯინს, ასევე ჩრდილოეთ ჩინეთის ჰებეის პროვინციას მოიცავს.

Leave a Reply