Author Archives: admin

რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

ქუვეითი მომავალი წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის 3,2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდას გეგმავს

ქუვეითი გეგმავს 2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების სიმძლავრის გაზრდას 500 ათასი ბარელით/დღეში. ქუვეითის ნავთობის მინისტრის მოჰამად აბდულატიფ ალ-ფარესის განცხადებებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ვმუშაობთ ყველა სიმძლავრეზე და მზად ვართ გამოვაცხადოთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის შეგვიძლია სიმძლავრის 3.2 მილიონ ბარელამდე/დღეში გაზრდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიმძლავრე გაიზრდება 500 000 ბარელით/დღეში. მ/წლის ოქტომბრის თვეში ქუვეითმა აწარმოა 2,5 მილიონი ბარელი ...

Read More »

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობსთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 18 ნოემბრის 06:00დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს. ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ნოემბრის 10:00დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ასევე დროებით შეუწყდებათ ქალაქ ზუგდიდსა ...

Read More »
ბოლო ერთ თვეში ნავთობი 16 პროცენტით გაიაფდა

კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნება. საწარმო USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპატრნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნება. მეორადი საავტომობილო ზეთების გადამამუშავებელი საწარმო შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯიას“ მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. საწარმოს 16 ნოემბერს ოფიციალურად გახსნიან USAID/საქართველოს ...

Read More »

აშშ-ში ნავთობის მოპოვებას გაზრდიან

შეერთებულ შტატებში დეკემბრის თვეში ფიქლის ნავთობის მოპოვება ნოემბერთან შედარებით 85 ათასი ბარელით გაიზრდება და  8,316 მლნ ბარელს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (EIA) აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ფიქლის ნავთობის ფაქტობრივი წარმოება ნოემბერში მცირედით აღემატება დეპარტამენტის მიერ პროგნოზირებულ ოდენობას და  8,231 მილიონ ბარელს შეადგენს. EIA-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის მოპოვების აღდგენა შვიდი ზონიდან ექვსში გაიზრდება. კერძოდ, ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია პერმის აუზში, სადაც დეკემბერში ფიქლის ...

Read More »

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სახელმძღვანელოები შემუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა სახელმძღვანელო დოკუმენტები და ანგარიშები შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის მიზნით, სააგენტოში გაძლიერდა შესაძლებლობები პროგრამული ...

Read More »

კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ოკეანეებსა და მდინარეებს იყენებენ

გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვების შემცირების ფონზე, ზოგიერთი კომპანია ამჯობინებს, შედარებით გამოუყენებელ, თუმცა ენერგიის უხვ წყაროზე, მოქცევის ტალღებზე ფოკუსირდეს. ატლანტის ოკეანის ორ სხვადასხვა მხარეს, ორი კომპანია ცდილობს, გამოიყენოს ტალღების ენერგია, რათა გამოიმუშავოს ელექტროენერგია. შოტლანდიის სანაპიროსთან კომპანია Orbital Marine Power, მისი თქმით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოქცევის ტურბინას ამუშავებს. ტურბინა დაახლოებით სამგზავრო თვითმფრინავის ზომისაა და, შეიძლება ითქვას, ფორმითაც ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა

ქვეყანაში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები. კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, აუზების ფარგლებში ...

Read More »

Qatar Airways-მა ევროპულ მიმართულებებზე საწვავის მოსაკრებელი შეამცირა

კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ავიაბილეთების გაიაფების შესახებ აცხადებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, Qatar Airways-მა ​2021 წლის 15 ნოემბრიდან ყველა ევროპულ მიმართულებაზე YQ შეამცირა. შესაბამისად ირკვევა, რომ Qatar Airways-მა საქართველოდან და საქართველომდე ეკონომკლასის ბილეთებზე საწვავის მოსაკრებელი 200 ევროდან 120 ევრომდე შეამცირა, ხოლო ბიზნესკლასზე კი 329 ევროდან 175 ევრომდე. წყარო: avianews.ge

Read More »

ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერა აჭარა ჯგუფსა და „USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“-ს შორის

USAID ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში ხელს მოაწერეს ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას აჭარა ჯგუფთან, რათა ერთობლივი ძალებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წინსვლას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, მარიკა ოლსონი, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის დეპარტამენტის დირექტორი, და აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის საბჭოს წევრი ოთარ ბერიშვილი ღონისძიება აღნიშნავს პროგრამასა და აჭარა ჯგუფს შორის ოფიციალური პარტნიორობის დასაწყისს იმისთვის, რომ კერძო სექტორიდან წამოსული ინოვაციური იდეების გამოყენებით, მხარი დაუჭირონ ...

Read More »

გიორგი ფანგანი ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის შესახებ „თვინინგის“ ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ავსტრიის მარეგულირებელი კომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ჰესების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. ...

Read More »